ICK ბაჩო ახალაიას საკანში ფარულად ჩაწერილ ვიდეომასალას აქვეყნებს [Video]

2013.10.04 ავტორი: TS

კახეთის საინფორმაციო ცენტრი (ICK) ექსკლუზიურად მოპოვებულ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც გადაღებულია N7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში. ვიდეომასალა შეიცავს ბრალდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს, ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ ჟურნალისტებთან, დეპუტატ აკაკი მინაშვილთან შეხვედრებს და მათთან გასაუბრებას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ვიდეომასალა რამდენიმესაათიანია და 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი. კადრებში ჩანს, რომ სხვადასხვა დროს ბაჩო ახალაია საკანში მოინახულეს და გამოკითხეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა გელა მთივლიშვილმა, ნინო ზურიაშვილმა და ზურაბ ვარდიაშვილმა. გადაღებულია ასევე ახალაიას და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრის აკაკი მინაშვილის შეხვედრები. მინაშვილი ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სპეციალური ბრძანების საფუძველზე შედიოდა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვიდეომასალიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს აქვეყნებს.

 

სრულად იხილეთ აქ: http://ick.ge/articles/16000-i.html

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED