დარეჯან ცხვიტარია - ეკა ბესელიამ ბიზნესმენების დამატერორებელი ფონდი შექმნა და ფულებს აკეთებს [Video]

2013.10.03 ავტორი: TS

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძის ფოთის საარჩევნო შტაბი, ზეწოლის ფაქტებსა და არათანაბარ პირობებზე საუბრობენ. "ნაციონალები" არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს. 

"არ არსებობს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული სახის ზეწოლა არ განხორციელებულა, დაწყებული პროკურატურაში დაბარებიდან და დაკითხვებიდან, თვითმმართველობაზე განხორციებელულ ზეწოლა-გადაბირებებით. მე პირადად რამდენჯერმე ვიყავი დაბარებული დაკითხვაზე. ეს ყევლაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. აქედან გამომდინარე, ვერ ვილაპარაკებთ წინასაარჩევნო კამპანიისას, პარტიების თანაბარ პირობებში ყოფნაზე."- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მაგდა მენაბდემ.

  

 

მისი თქმით,  მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს აქვს ადგილი, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებების არქონის გამო არ ახმაურებენ.

 

"პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ მალთაყვის მუნიციპალიტეტის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი და თანამშრომლები, დევნილთა ახალ რაიონში მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილის მხარადჭერის სანაცვლოდ, მატერიალურ დახმარებას პირდებიან. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალბათ დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამებიდან პირდებიან. იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც აკვირდებიან რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, ამ საკითხებზე გაამახვლიონ ყურადღება," - აცახდებს მენაბდე და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებსაც აგიტაციის ჩატარება ეკრძალებათ, კონკრეტული პოლიტიკური ძალის რეკლამირებას ეწევიან.

 

 

 

ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე და "დაშინებული ამომრჩევლის პრობლემაზე" საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დარეჯან ცხვიტარიაც. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის შემდეგ, საზოგადოების ორად გაყოფის გარდა, ქვეყანაში არაფერი მომხდარა.

 

"როდესაც ქუჩაში შემხვდება ადამიანი და მეუბნება, რომ თქვნეს გვერდით ვდგევარ, მაგრამ მეშინია მოსვლა იმიტომ, რომ პროკურატურაში ვერ ვივლიო, ესააა თავისუფალი საარჩევნო გარემო? ერთი წელი, საკმარისი დროა, რომ საზოგადოებამ ანალიზი გააკეთოს, ეკონომიკა უკან წავიდა, ტარიფები არ შემცირდა, უმუშევრობა გაიზარდა. ფოთის მაგალითზეც არაფერი შეცვლილა, სახლამდე მიყვანილი ბუნებრივი აირის სამუშაოებიც შეჩერდა."- ამბობს ცხვიტარია.

 

მისი თქმით,  "ერთადერთი ცვლილება," რაც ქალაქში შეინიშნება "ბიზნესმენების ტეოირია". ის ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას ინიციატივით დაფუძნებულ "ფოთის აღორძინების ფონდიდან" თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც მიანიშნებს.

 

"სიახლე არის ქალაქში ის, რომ ეკა ბესელიამ ბიზნესმენების დამატერორებელი ფონდი შექმნა და ფულებს აკეთებს. ბიზნესმენებსი გადმორიცხული 2 მლნ ლარიაო ფონდში რომ თქვეს, რა გააკეთეს? ამ ფონდმა სანაპიროზე დაიწყო რაღაცის გაკეთება, 5 ლამპიონი და 4 სკამი დადგეს და ესაა ამათი მთელი წლის ნამუშევარი. სხვა თანხა ალბათ ჯიბეში ჩაიდეს."- აცხადებს ცხვიტარია, თუმცა ბიზნესმენების დატერორების, თანხის ზეწოლით გადარიცხვის კონკრეტულ შემთხვევებსა და ბიზნესმენებს ვერ ასახელებს.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვახტანგ დარცმელიძეს განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. მისი თქმით, დაგეგმილია ფოთში, პარალმენტის "ნაციონალი" დეპუტატები და პარტიის ლიდერების ჩამოსვლა, რომლებიც ქუჩებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

 

მხარდამჭეერების, აქტივისტებისა და კოორდინატორების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას დარცმელიძე არ აკონკრეტებს. კოორდინატორებისთვის გასაცემი 200 ლარიანი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციასაც უარყოფს.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED