მარგველაშვილის ფოთის შტაბი TSpress-ს აქტივობების გაშუქებაში ხელს უშლის [VIdeo]

2013.09.26 ავტორი: TS

ფოთში, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბისა და "ქართული ოცნების" ფოთელი ლიდერი და შტაბის ხელმძღვანელი, შტაბის საქმიანობის შესახებ TSpress-თან კომენტარს არ აკეთებს და ინფორმაციას არ გასცემს. გამოცემის რედაქტორი კი საქმიანობაში ხელშეშლაზე საუბრობს.

შტაბის მუშაობისა და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიზნით მასალის მომზადებისას, შტაბში მისულ ჟურნალისტ იზა სალაყაიას, ოთახში შტაბის ხელმძღვანელი და მაჟორიტარ ეკა ბესელიას ბიუროს წარმომადგენელი ზურაბ ჩაჩუა დახვდა. კითხვის დასმის გამო ცინიკური გამომეტყველების მიღებისა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, კაკულიამ ჟურნალისტს კითხვა გაამეორებინა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

 

ი.კ.-არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კომენტარი არ მაქვს განაკეთები თქვენთან. უბრალოდ, თვითონ TSpress-ი ძალიან ბევრ შემთხვევაში... ჩემი კომენტარი სხვა იმით არის გადმოცემული და აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება მხარე და არის ამოფარებული ჟურნალისტიკურ რაღაც იმას რა ქვია...ნუ, მე ვიკავებ თავს.

 

TS - რომელიმე ერთი კომენტარი შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომლის ინტერპრეტაცია მომხდარა, ან დამახინჯებულა?

 

ი.კ.-უკომენტაროდ დავტოვებ. ეგ მოიკითხეთ, შეკვეთას ვინც გაძლევთ იმათთან. 

 

TS-თქვენი აზრით, ვინ გვაძლევს შეკვეთას?

 

ი.კ.-მე არ ვიცი ახლა ზუსტად, მეც ჩემი საქმით ვარ დაკავებული...

 

მანამდე, TSpress-ს კომენტარზე უარი ფოთის მაჟორიტარის ბიუროს უფროსმაც განუცხადა. თავად მაჟორიტარი ეკა ბესელია დღესაც არ კონტაქტობს გამოცემასთან.  მისი განცხადებით, ის TSpress-თან არ აკეთებს კომენტარს. მის მიერ მხარდაჭერილი ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემის პრეზენტაციაზე, TSpress-ის მიკერძოებულობას საუბრობს. მისი თქმით, გამოცემა მის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა, მტკიცებულებად კი ერთ-ერთ მასალაში ქართული ოცნების აქტივისტის ანი ჩაჩიბაიას არასწორად მითითებული სტატუსი მოყავს. 

 

TSpress-ის დამფუძნებელი და რედაქტორი ელისო ჯანაშიას განცხადებით, მაჟორიტარის, მისი ბიუროსა და წარმომადგენლების მსგავს საქციელი "ზეწოლის კლასიკური მაგალითია." ის მათ კანონის ფარგლებში ქმედებისკენ მოუწოდებს.

 

ცნობისათვის: ინტრენეტგამოცემა TSpress-ი ახორციელებს პროექტს "2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რეგიონული საინფორმაციო ცენტრების ობიექტივში", რომლის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო." პროექტის ფარგლებში შეუზღუდავად უნდა გაშუქდეს საარჩევნო პროცესები რეგიონში და ყოველ ორშაბათს გამოიცეს ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი.

 

მსგავს თემებზე:

 

TSpress-ი მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED