ბიძინა ივანიშვილი – ეკონომიკას 10-15 წელი სჭირდება, რომ ევროპას მივუახლოვდეთ

2013.09.25 ავტორი: TS

"ჩვენი ეკონომიკა იქნება ტიპური ევროპული, კონკურენტუნარიანი ბაზარი და იქნება ჯანსაღი ეკონომიკა, რომელსაც განვითარების სწორი ტემპები და გზა ექნება. წინა ხელისუფლების მიერ დახატულ ციფრებს ეკონომიკურ ზრდასთან არავითარი საქმე არ ჰქონდა... ეკონომიკას 10-15 წელი სჭირდება, რომ ევროპას მივუახლოვდეთ"– განაცხადა პრემეირ– მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე

ქვეყნის არსებული ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევის კუთხით ხელისუფლების სტრატეგიით ექსპერტი, სერგი კაპანაძე დაინტერესდა.

 

ივანიშვილის განცხადებით, რომ არა ახალი ხელისუფლება  ქვეყენაში "ეკონომიკური კოლაფსი" მოხდებოდა.

 

"ყველა კერძო ბიზნესი ერთი კაცის ხელით იმართებოდა. ის უთითებდა ყველას, სად რა უნდა აეშენებინათ და ბიზნესი, პრაქტიკულად, გაძვალტყავებული იყო. რომ არა ჩვენი მოსვლა, კოლაფსი მოხდებოდა. მათ ბიუჯეტის შევსების შანსი არ ჰქონდათ. უბადრუკი ომის შემდგომ აღებული კრედიტების ნაწილი იხარჯებოდა ეფექტურად, დიდი ნაწილი კი - არაეფექტურად და ეს იძლეოდა იმ ციფრებს, რომელსაც ესენი ხატავდნენ"– აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით, მთავრობას ეკონომიკის განვითარების სტრატეგია აქვს. მისი განცხადებით, დაგეგმილია თანაინვესტირების ფონდის დაფუძნება.

 

"გაწერილია ინვესტიციების შემოდინებაც. ბუნებრივი ვალდებულების გარდა, ხელოვნური მეთოდიც მოვიფიქრე – ეს არის თანაინვესტირების ფონდი, რომლის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება. დრო ტყუილად არ დაგვიკარგავს. პოტენციურ ინვესტორებთან საუბარი დიდ დროს მოითხოვდა" - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED