პრემიერი – უცხოელებისთვის მიწის გასხვისებაზე აკრძალვა არ იარსებებს

2013.09.25 ავტორი: TS

პრემიერ– მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და უცხოურ კომპანიებზე მიწის გასხვისების აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული მორატორიუმი გაუქმდება

 

 

" რატომ გამოცხადდა მორატორიუმი ამას ბევრი მიზეზი აქვს არ დავიწყებ ახსნას. გუშინ მქონდა შეხვედრა ეკონომიკურ ჯგუფთან კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და მივიღეთ გადაწყვეტილება. სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ყველაზე მიწების იჯარით გაცემა მაინც.  რაც მეტი იქნება შეზღუდვა და მორატორიუმებია ეკონომიკაში, მით ნაკლებად თავისუფალია ბაზარი. ეს ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის" – განაცხადა ივანიშვილმა პოლიტოლოგებთან შეხვედრაზე.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში, პარალამენტის მიერ მიღებული გადაწვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიულ პირსა  და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა ან მემკვიდრეობით მიღება აეკრძალა. აკრძალვა  2014 წლის 31 დეკემბრამდეა დაწესებული.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED