მამუკა ლაშქარავას პატიმრობა 5 პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მიესაჯა

2013.09.23 ავტორი: TS

ზუგდიდის სასამართლომ მამუკა ლაშქარავას, რომელსაც პროკურატურა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების ქონას ედავება, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურამ მტკიცებულებად, 5 პოლიციელის ჩვენება და ლაშქარავას მიერ წინა წლებში ჩადენილი დანაშაულები წარმოადგინა, რაც სასამართლომ მისთვის პატიმრობის მისჯის საფუძვლად მიიჩნია, ხოლო დაკავებულის ადვოკატის მიერ ლაშქარავას კანონდარღვევით დაკავების დასტურად წარდგენილი 6 თვითმხილველის ჩვენება არ გაითვალისწინა. 

 

"მოსამართლემ არ გაითვალისწინა სავალდებულო გარემოებები. კანონდარღვევითაა შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკა და იარაღისა და ნარკოტიკის ადგილზე ამოღება-დალუქვა არ მომხდარა, ეს ნივთები ჯერ არავის უნახავს. ამის დასადასტურებლად წარვადგინეთ 6 თვითმხილველის გამოკითხვის ოქმი, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა"- განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, ზაურ კინტირაიამ.

 

მისი თქმით, თუ პირის დაკავებისას არ განახორციელეს კანონით სავალდებულო ღონისძიებები, ასეთ შემთხვევაში, კანონი იმპერატიულად ითხოვს პირის დაუყონებლივ გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, თუ რისთვის არის ის დაკავებული.

 

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ლაშქარავას წინა წლებში ჩადენილ დანაშაულებზე სასამართლო განაჩენები წარმოადგინა. პროკურორმა, ფელიქს ჯალაღონიამ განმარტა, რომ ლაშქარავა მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს,ასევე ლაშქარავას საზღვარი აქვს გადაკვეთილი, ასევე კავშირი აქვს სხვა ქვეყანის მოქალაქეებთან და არსებობს საფრთხე მან ქვეყენა ოკუპირებული ტერიტორიების გზით დატოვოს, რის გამოც პროკურორის განმარტებით, არსებობს მისი მიმალვის საშიშროება.

 

ადვოკატ ზაურ კინტირაიას თქმით, ლაშქრავას ქვეყნის დატოვებას და საზღვრის გადაკვეთას კანონი არ უკრძალავდა. მისი თქმით, ლაშქარავას რამდენიმე თვეა დევნიდა პოლიცია, თუმცა არ მიმალულა.

 

"ეს არის ვარაუდი, შეთხზული არგუმენტი. ლაშქარავას 3 თვის მანძილზე ემუქრებოდნენ, მაგრამ არ მიმალულა და ქვეყანა არ დაუტოვებია, რადგან მიზანი სიმართლის დადგენა იყო. რაც შეეხება წინა დანაშაულებებზე, რაზეც ის ერთხელ უკვე გასამართლდა და კანონით დადგენილი სასჯელი მოიხადა, მუდმივი აპელირება ერთგვარი ზეწოლაა და საქმესთან არანაირ კავშირში არაა. ისმხოლოდ ემსახურება მოსამართლეზე წარმოდგენის შექმნას,"- განაცხადა ადვოკატმა. 

 

მისი თქმით, ლაშქარავა და სხვა პირები დაკავებამდე მუდმივად საუბრობდნენ პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე, იარაღის ჩადებითა და ლიკვიდაციით მუქარაზე. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მუქარის განმხორციელებლ კონკრეტულ პირებს ასახელებდა, სამართალდამცავ უწყებას გამოძიება არცერთ შემთხვევაში არ დაუწყია.

 

"მედიასაშულებების ან სხვა გზით გასულ ინფორმაციის შემდეგ, პროკურატურა  ვალდებულია განახორციელოს გარკვეული საგამოძიებო ქმედებები, თუმცა სამართალდამაცვები არცერთი შემთხვევით არ დაინტერესებულან"- აღნიშნავს კინტირაია. 

 

ადვოკატის განცხადებით, ლაშქარავას საქმე "წინასწარ შეკერილი საქმეა", სადაც პოლიცილებისა და სამართალდამცავი უწყების ბრალეულობა იკვეთება. ის  შესაბამის ორგანოებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

 

 

შეგახსნეებთ, რომ მამუკა ლაშქარავა 20 სექტემბერს, სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაახლოებით 21 სთ - ზე დააკავეს და ზუგდიდში გადაიყვანეს.

 

TSpress -ი 9 თვითმხილველს ესაუბრა, ღია ინტერვიუზე კი მხოლოდ 3 მათგანი დაგვთანხმდა. თითოეული მათგანი ამბობს, რომ ადგილზე ლაშქარავას ჩხრეკა, რაიმე ოქმის შედგენა არ მომხდარა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა ის მიწაზე დააგდეს და ცემა დაუწყეს.

 

"ჩემი მანქანით ვიყავი, მეგობრის შვილის სასაფლაოდან სახლში მოვდიოდით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვერცხლისფერი "გოლფის" მარკის ავტოამქანა გაჩერდა და გზა გადაგვიკეტა. უცებ გამოცვივდა 5 შეიარღებული პირი, ტროტუარზე სკამზე მჯომთან მივარდნენ, ძირს დაანარცხეს, დაუწყეს ცემა და მანქნაში ჩასვეს. მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, მამუკა ლაშქარავააო. უცებვე წაიყვანეს," - აცხადებს თვითმხილველი დიმიტრი ბებიაშვილი.

 

დაკავებამდე ლაშქარავა პოლიციის ზეწოლაზე ღიად საუბრობდა. მისი თქმით, პოლიცია მას ქვეყნის დატოვებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას იარაღის ჩაგდებით, ლიკვიდაციით ემუქრებოდა.

 

მიმდინარე წლის 6 იანვარს, პოლიციამ ლაშქარავა საკუთარ სახლში დააკავა. მას ფოთში მცხოვრები მამუკა სანაიას ოჯახზე ყაჩაღური გზით ნივთების გატაცებას ედავებოდა. ლაშქარავამ ბრალი არ აღიარა, არც მოწმეებმა დაამტკიცეს მისი ბრალეულობა, რის შემდეგაც, მტკიცებულების არარსებობისა და მოწმეების ჩვენების საფუძველზე, სადაც პროკურატურისა და პოლიციელების შესაძლო დანაშაულზე იყო საუბარი, პროკურატურა ლაშქარავას 6 თვიან სასჯელზე გაურგიდა.

 

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში კი, ლაშქარავამ ფოთის პოლიციის უფროსი და პროკურორი, შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ღიად დაადანაშაულა. მან ასევე დაასახელა ის პოლიციელები, რომლებიც მას ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ. ამის შემდეგ, მისივე განცხადებით, პოლიციის მხრიდან მასზე დევნა და თვალთვალი დაიწყო.

 

ლაშქარავას თქმით, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მას ქვეყნის დატოვება, პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დიმიტრი შენგელიამ მოთხოვა, რის შემდეგაც ის უკრაინაში წავიდა და საქართველოში მხოლოდ არჩევნების შემდეგ დაბრუნდა. ლაშქარავას განცხადებით, ქვეყნის დატოვების 10-დღიანი ვადა ფოთის პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმა, ზურაბ ალანიამაც მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით დაემუქრა. მან საქართველო არ დატოვა.

 

ლაშქარავას დაკავებასა ან მის ლიკვიდაციაში პოლიციის მიერ მოთხოვნილი დახმარების შესახებ განცხადება, ლაშქარავას განცხადების შემდეგ, რამდენიმე პირმაც გააკეთა.

 

მოქალაქე ტიტე ჩაჩიბაიას განცხადებით, პოლიციელმა ლევან უნგიაძემ მას შემოუთვალა, რომ ამ განცხადების გაკეთებას ლაშქარავას არ აპატიებდნენ. პოლიციელების მიერ, ლაშქარავას მანქანაში გარკვეული ნივთის ჩადების მცდელობაზე განცხადება ავტომანქანის ხელოსნებმაც გააკეთეს.

 

პოლიციის მიერ ძებნილად გამოცხადებულ ზურაბ გარუჩავას მამის განცხადებით კი, ფოთის პოლიციის გამომძიებელმა, ემზარ კალანდიამ შვილისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის სანაცვლოდ, ყოფილ მსჯავრდებულ ლაშქარავას დაკავებასა ან ლიკვიდაციის მოწყობაში დახმარება თხოვა. 

 

რამდენიმე დღის წინ კი, 18 წლის მოზარდებმა: რატი აკობიამ და ზაალ მიქავამ, ფოთელი პოლიციელი ზვიად გულუა, მამუკა ლაშქარავას წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მფარველობასა და დაუსჯელობის დაპირებაში ამხილა. მათი განცხადებით, პოლიციელი მათ იარაღის მიცემასაც დაპირდა.  შსს და დასახელებული პოლიციელები შანტაჟის, თვალთვალისა და დევნის ფაქტს უარყოფენ.

 

მსჯავრდებული მამუკა ლაშქარავა სხვადასხვა დანაშაულის (მკვლელობა, გაქცევა, დაჯგუფების წევრობა) გამო მოხდილი 19-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გასული წლის ივნისში გათავისუფლდა. მიმდინარე წლის იანვარში, ის ქურდობის ბრალდებით კვლავ დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი არ უღიარებია. ლაშქარავა შსს სამინისტროს მიერ “განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტადაა” მოხსენიებული.

 

 

ამავე თემაზე:

 

დაკავებულის ადვოკატი იარაღის ჩადებაზე, თვითმხილველები კი დაკავებისას ცემაზე საუბრობენ [Video]


ყოფილი მსჯავრდებული მამუკა ლაშქარავა დააკავეს

 

თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო [Video]

 

ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]

 

მოზარდები ფოთის პოლიციას უკანონობაში ამხელენ [Video]

 

პოლიცია ძებნილის მამას სხვისი დაკავებისა ან ლიკვიდაციის სანაცვლოდ გარიგებას თავაზობს


 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED