ომბუდსმენი ფოთის მერიის საჯარო მოხელეთა გათავისუფლების საკითხს შეისწავლის

2013.09.19 ავტორი: TS

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფოთის მერიაში თანამშრომელთა გათავისუფლების სამართლიანობისა და კანონშესაბამისობის საკითხს შეისწავლის. 

ომბუდსმენის აპარატმა ფოთის მერიიდან საჯარო მოხელეთა საკადრო ცვლილებებისა და გათავისუფლების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციები უკვე გამოითხოვა.

 

მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე, ჩატარებულ ატესტაციასა და ახალი თანამშრომელების დანიშვნის პროცესზე TSpress - მა ჟურნალისტური გამოძიება "ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში" გამოაქვეყნა.

 

შეგახსენებთ, აგვისტოს თვის მონაცემებით, ფოთის მერიის 276 თანამშრომლიდან  სამსახური  47 დატოვა. ისინი სხვადსხვა მეთოდებით გათავსიუფლდნენ, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ატესტაციი გზით.

 

სპეციალურმა საატესტაციო კომისიამ უარყოფითად 8 საჯარო მოხელე შეაფასა და ისინი სამსახურიდან დაითხოვა,  39-ს კი "ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი" შეფასება მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიას მათი გათავისუფლება ნებისმიერ დროს შეუძლია.

 

უმრავლეს შემთხვევაში, ფოთის მერმა, დავით სარსანიამ, ვაკანსიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, ახლობელ–მეგობრობითა და ნათესავებით ჩაანაცვლა. 

 

იურისტები საატესტაცო კომისიის კომეპტენციაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ატესტაციაზე დასმული კითხვები საჯარო მოხელის კომპეტენციას ვერ განსაზღვრავდა.

 

გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი გათავისუფლება უკანონოდ, პარტიული ნიშნით მოხდა. 

 

ამავე თემაზე:

 

ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში

 

ფოთის მერი - თვიმმართველობაში ჩარევის უფლება, არც პარტიას და არც მაჟორიტარს არა აქვთ[Video]

 

ბრძოლა "ნაციონალების" "ქართული ოცნების" აქტივისტებით ჩანაცვლებისთვის


მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ


დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის


მერიაში საჯარო სხდომას TSpress-ს არ ასწრებენ


ფოთის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში არასამთავრობოები არ შეიყვანეს


გათავისუფლებები ფოთის მერიაში ზეპირი ტესტირების საფუძველზე [Video]


ფოთის მერი - არამიზანშეწონილად მიმაჩნია შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება


ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ


ფოთის მერი და მაჟორიტარი თანამშრომლების შემცირების მეთოდების ძიებაში


ბესელიას განცხადებას ფოთის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ, მერი არ ადასტურებს [Video]


ფოთის მერის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს


ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შეიქმნა


ეკა ბესელია – სამართლიანი იქნება თუ ფოთის საკრებულო მერად "ქართული ოცნების" კანდიდატს დანიშნავს [Video]


ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]


ირაკლი კაკულია ფოთის მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსის გამოცხადებას ითხოვს


 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED