ნოდარ ხადური - ქვეყნის ეკონომიკაში აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო

2013.09.09 ავტორი: TS

"მინდა, დაგარწმუნოთ თქვენც და საქართველოს მოქალაქეებიც, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო ", - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმ,ა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, წლის განმავლობაში, 1,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იყო და ეს მაჩვენებელი შემოდგომაზე უფრო გაიზრდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 2013 წლის 7 თვეში მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა, 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 31,3 მლნ ლარით გადააჭარბა, მიმდინარე წლის 7 თვეში საგადასახადო შემოსავლების კუთხით 3 785 მლნ ლარია მობილიზებული.  

 

"წინასწარი მონაცემებით, ივლისში ეკონომიკური ზრდა 0,6 პროცენტი იყო. ასევე, დაზუსტდა ივნისის და მაისის მონაცემები, რომლებიც თავიდან უარყოფითი იყო. აღმოჩნდა, რომ  მაისში 0,2 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ივნისში არა 0,8 პროცენტი, არამედ 0,6 პროცენტი იყო უარყოფითი ეკომიკური ზრდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED