ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ არ ვანადგურებთ ყველა მასალას

2013.09.05 ავტორი: TS

"ჩვენ არ ვანადგურებთ ყველა მოპოვებულ მასალას, რომელიც ინახება სამინისტროში. გამოვყავით ხსენებული 26 ათასი ფაილიდან მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი... ჩვენ სამეგრელოში აღმოვაჩინეთ დიდი რაოდენობით ვიდეო და აუდიომასალა, დაახლოებით 404 CD-დისკი. ეს მასალა არ შედის გასანადგურებელ ფაილებში. ის არის აბსოლუტურად ცალკე საქმე და ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით ვაწარმოებთ გამოძიებას"- ეს განცხადება შსს მინისტრმა, ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა "მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეოჩანაწერების განადგურების წინ გააკეთა.

პროცესს ესწრებიან: შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახაბერ კახიშვილი, "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები და მედიის წარმომადგენლები. 

 

კომისიის წევრების განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დათარიღებულია 2007 წლიდან დ აბოლო ჩანაწერი თარიღდება 2012 წლის ივლისში. ის დაახლოებით 181 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობისაა. ფარული ჩანაწერები აპარატ "შრედერის" საშუალებით ნადგურდება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED