დაპირისპირება აქციაზე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის [Video]

2013.09.02 ავტორი: TS

"ქართული ოცნებისა" და მერიის შენობის წინ პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დარეჯან ცხვიტარიასა და "ქართული ოცნების" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს "ნაციონალი" დარეჯან ცხვიტარია შეურთდა და პატიმრის უფლებებზე განცხადებების კეთება დაიწყო.

 

"ხალხს კლავენ, ადამიანი კვდება, გამოდით, ჩამოდით!"– მოუწოდებდა ცხვიტარია მიმდებარე ტერიოტორიაზე შეკრებილებს.

 

ცხვიტარიას აქციაზე ყოფნა "ქართული ოცნების წევრბმა" გააპროტესტეს. მას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში პატიმრის წამების ფაქტები შეახსენეს, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

"ცოცხები ხომ არ დაგავიწყდათ?... ამას გვერდით როგორ იყენებთ?!... თქვენ ვის უფლებეზე უნდა ილაპარკოთ!..."– ისმოდა "ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების რეპლიკები.

 

"რადგან ჩვენს დროს იყო პრობლემები, ამიტომ ამათ უფრო უარესები უნდა გააკეთონ? ყველას აქვს სიცოცხლისა და მკურნალობის უფლება, მათ შორის პატიმარსაც"– განაცხადა TSpress - თან საუბრისას ცხვიტარიამ.

 

"სად იყო დარეჯან ცხვიტარია იმ წლებში, როცა საყოველთაოდ ირღვეოდა ადამინის უფლებები და ათასი უკანონობა ხდებოდა. "ნაციონალურ მოძრაობას" და მის წევრებს არა აქვთ მორალური უფლება ადამინის,  პატიმრის უფლებებზე ილაპარკონ"– განაცხადა ბესელიას ბიუროს წევრმა, ზურა ჩაჩუამ.

 

დღეს, ფოთელი პატიმრის, რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა "ქართული ოცნების" ოფისის წინ აქცია გამართეს. შეკრებილებმა გზაც გადაკეტეს, მოძრაობა მოგვიანებით, საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ აღდგა. ისინი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიას ადგილზე არ ყოფნის გამო პრეტენზიას გამოთქვამდნენ. 

 

 

 

ამავე თემაზე:

პატიმრის მხარდასაჭერი აქცია ფოთში "ქართული ოცნების" ოფისის წინ [Video]

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED