პატიმრის მხარდასაჭერი აქცია ფოთში "ქართული ოცნების" ოფისის წინ [Video]

2013.09.02 ავტორი: TS

ფოთელი პატიმრის, რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა "ქართული ოცნების" ოფისის წინ აქცია გამართეს. ისინი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს,  მოძრაობა მოგვიანებით, საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად აღდგა.

"პატიმარს აქვს უფლება მიიღოს სამედიცინო დახმარება!", "დაიცავით ჩვენი უფლებები",  მოვითხოვთ სიცოცხლის უფლებას" – ამ ტრანსფარატებით 100 – მდე ფოთელმა  ხელისუფლებას და შესაბამის სამინისტროებს პატიმრის სამედიცინო დახმარების მიზნით დახმარება თხოვა.

 

პატიმრის ადვოკატის, ვლადიმერ ჩიტაიას თქმით, რამდენიმე დღის წინ პატიმარმა სამედიცინო დახმარების მოთხოვნით შიმშილობაც დაიწყო, თუმცა უშედგოდ, რის შემდეგაც მან მძიმე თვითდაზიანება მიიყენა.

 

"გეგუთის ციხიდან რუსთავის მე– 6 საპყრობილეში გადაყვანის დროს პატიმარი სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა, მიიყენა თვითდაზიანება, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა. ის კი დახმარების სანაცვლოდ განცალკევებით საკანში გადაიყვანეს."– განაცხადა ადვოკატმა.

 

აქციაზე პატიმრის ახლობლების მოთხოვნებს "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები გაეცნენ.

 

პატიმრის ახლობლები პრეტენზიას ადგილზე მაჟორიტარის, ეკა ბესელიასა და სამინისტროს წარმომადგენლების არ ყოფნის გამო გამოთქვამდნენ.

 

"ეკა ბესელია ხალხს ემალება....საქართველოში ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა."– განაცხადა ერთ–ერთმა მონაწილემ, რასაც "ქართული ოცნების" ირაკლი კაკულიას გაღიზიანება მოყვა.

 

აქციაზე მაჟორიტარის ბიუროს წევრებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ პრობლემაზე მაჟორიტარი ინფორმირებულია და უახლოეს პერიოდში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

ადვოკატის თქმით, რუსლანი გუგუნავა დაახლოებით 4 წლის წინ ნარკოტიკების შენახვა– შეძენა– მოხმარებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და  7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის ამ დროსითვის რუსთავის მე– 6 საპყრობილეში იხდის სასჯელს. 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED