"ფოთელთცვენა" - პოეზიის საღამო ბათუმში [Video]

2013.09.01 ავტორი: სალომე ბუკია

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ფოთელი  პოეტების პოეზიის საღამო, "ფოთელთცვენა" გაიმართა.

პოეზიის საღამოზე ფოთელი ახალგაზრდები: ლაშა ბაბილუა, თენგო აბრამია და რამაზ წულაია მონაწილეობდნენ.

 

მათ საღამოზე საკუთარი ნამუშევრები გააცნეს და საყვარელი პოეტების ლექსებიც წაიკითხეს.

 

“ყველანაირად ვცდილობდით საღამო აქამდე ჩატარებული პოეზიის საღამოებისგან განსხვავებული ყოფილიყო… აურა, რომელიც ჩვენ შევქმენით იყო უბრალო და პოეტური... ყველაფერი იყო ისეთი, როგორებიც თვითონ, პოეტები არიან“ - განაცხადა Tspress-თან საუბარში ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,  სალომე ზენაიშვილმა.

 

პოეზიის საღმო ბათუმის სკოლის მოსწავლეების,  სალომე ზენაიშვილისა და სალომე ახალაძეს ორგანიზატორობით ჩატარდა

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED