ფოთის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოლებს

2013.08.30 ავტორი: TS

30 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის პირველი ლიგის გათამაშება იწყება. ფოთის სტადიონზე "კოლხეთი" ოზურგეთის "მერცხალს" ეთამაშება. 

ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელის, ზაზა ინიაშევის განცხადებით, მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. მისი თქმით, სულ 13 თამაში გაიმართება დაშედეგებისა და დაგროვილი ქულების მიხედვით, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, უმაღლეს ლიგაში გადავლენ.

 

როგორც მწვრთნელი ამბობს ფოთის "კოლხეთი"  სათანადოდ მომზადებულია და გუნდს უმაღლეს ლიგაში დაბრუნების დიდი შანსი აქვს.

 

გუნდი ხვალ, ახალი შემადგენლობით ითამაშებს. როგორც ინიაშევი ამბობს რამდენიმე ფეხბურთელმა "კოლხეთი" დატოვა და სათამაშოდ სხვა გუნდში გადავიდა.

 

"ცვლილებები ჩვეულებრივი მუშა პროცესია.  მეკარეები იქნებიან: ლაშა ძაგანია და ილია მაღრაძე. თავდასხმაში დავიმატეთ: ზვიად ქანთარია და ლაშა კუკავა. ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებენ: გიორგი ლემონჯავა და დათა სიჭინავა,"- აღნიშნავს ინიაშევი.

 

მისი თქმით, ახალი ფეხბურთელები ფოთელები არიან, ზოგ მათგან ფოთის "კოლხეთში" თამაშის გამოცდილებაც აქვს.

 

ინიაშევის განცხადებით, პირველი ლიგის გათამაშების დაწყებამდე, გუნდმა დუშეთში შეკრება და საკონტროლო თამაშები გაიარა, რომლის დროსაც კარგი შედეგები აჩვენა.

 

საკონტროლო თამაშების დროს ფოთის "კოლხეთმა" "თბილისის ლოკომოტივს" 3 :0 მოუგო, ხელვაჩაურის გუნდს - 3:1, ოზურგეთის "მერცხალს" 6:1, ზუგდიდის "ზუგდიდთან" 2:1 - ით დამარცხდა, ხოლო ლანჩხუთის "გურიასთან" ფრე ითამაშა.

 

ფოთის კოლხეთის მწვრთნელად, ზაზა ინიაშევი მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაინიშნა. ყოფილ მწვრთნელს, სოსო ფილიას კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მას გუნდის ხელმძღვანელმა და ქალაქის მერმა, კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს, მიზეზად, ცუდი შედეგები დაასახელეს.

 

ამავე თემაზე:

 

„კოლხეთის“ ფეხბურთელები დაპირისპირების გამო სავარჯიშოდ ვერ იკრიბებიან


ლევან ყიფიანი - „ ფოთის კოლხეთის“ მწვრთნელის საკითხი სპორტულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს [Video]


"კოლხეთის" მწვრთნელობიდან გათავისუფლებული სოსო ფილია სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს


 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED