ბესელია "ფაზისობის" აღნიშვნას ითხოვს

2013.08.27 ავტორი: სალომე ბუკია სოფო ჯალაღანია

როგორ აფასებენ ფოთელები „ფაზისობის“ დღესასწაულის ჩატარებას და რამდენად პრიორიტეტულად მიიჩნევენ, ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარის გამოყოფას Tspress - მა ფოთელები გამოკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობა„ფაზისობის“ ტრადიციის გაგრძელებას ეთანხმება. 

ფოტო- ალიკა გაბელია

გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესასწაულის აღნიშვნა მინიმალური თანხითაც შესაძლებელია და აჯობებდა თანხა უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოხმარებოდა, მაგალითად, სკვერების განახლებას, საქველმოქმედო აქციას ან შეჭირვებულებს.

 

როგორც ცნობილია, ფოთის მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ, რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს „ფაზისობის“ დღესასწაულის ჩატარება თხოვნით წერილობით მიმართა.

 

მაჟორიტარის განცხადებით, ფოთში ტრადიცული დღესასწაული „ფაზისობა“ რამდენიმე წელია გაუქმდა და მისი აღდგენა სავალდებულოა.

 

მისი განცხადებით, ის მზადაა კულტურის სამინისტროს, აკადემიის წევრებსა და ადგილობრივ ხელსიუფლებასთან ერთად ჩაერთოდ „ფაზისობის“ მოსამზადებელ სამუშაოებში.

 

„შორეულ წარსულში ქალაქი ფაზისი უდიდეს როლს ასრულებდა იმდროინდელი მსოფლიო ხალხთა სამეურნეო თუ კულტურულ ცხოვრებაში....

მართლაც ხომ არ დადგა დრო, ჟამი იმისა, რომ აღვადგინოთ ეს კეთილშობილური ღონისძიებები, რომლებიც ალამაზებდა ამ ქალაქს და სულიერად აძლიერებდა ადამიანებს...

ვფიქრობ „ფაზისობა“ იქნება ის მთავარი -მაგისტრალური შემაკავშირებელი ხიდი სიკეთისა, ადამიანის სიყვარულისა და სურვილი იმისა, რომ ადამიანებს მივანიჭოთ სიხარული“ - აღნიშნულია მაჟორიტარის წერილში.

 

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბაბილუას განცხადებით, მიმდინარე წელს „ფაზისობის“ ჩატარება დაგეგმილი იყო და ამისათვის ფოთის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

მისი თქმით, ღინისძიებისთვის 100 ათასი ლარი საკმარისი არ იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის სურვილია, ღონისძიება კულტურის სამინისტრომ და სხვადასხვა ფონდებმაც დააფინანსონ და თანხების მოძიების პროცესში მაჟორიტარიც უნდა ჩაერთოს.

 

კულტურის სამსახურის უფროსის, ლელა კემულარიას ინფორმაციით, დაახლოებით 6- 7 წელია რაც „ფაზისობა“ არ გამართულა.

 

ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას განცხადებით, „ფაზისობისთვის“ ბიუჯეტში 40 – 100 ათას ლარამდე თანხა ყოველწლიურად იყო გათვალსიწინებული, თუმცა ღონისძიებები არ ტარდებოდა, რის გამოც ბიუეჯტში შესული ცვლილებებით თანხა სხვა სამუშაოებს ხმარდებოდა.

 

"ფაზისობა", როგორც სახალხო დღესასწაული 1986 წლიდან ყოველ შემოდგომაზე იმართებოდა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED