ფოთის ბაღებისთვის ბიუჯეტიდან 192 ათასი ლარი გამოიყო

2013.08.27 ავტორი: სოფო ჯალაღანია

სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში გადასახდელ თანხას სახელმწიფო დაფარავს., რისთვისაც ფოთში 192 ათასი ლარი დაიხარჯება. 


ბაღების დაფინანსების მიზნით ფოთის ხელისუფლებამ ტრანსფერის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 156 ათასი ლარი მიიღო, 36 ათასი ლარს კი  ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს.

 

ფოთში სულ 15 ბაღია, სადაც დაახლოებით 1700 – მდე ბავშვია.

 

საკრებულოს ჯანდაცვისა და  სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარის, დარეჯან ცხვიტარიას განმარტებით, რეგისტრაცია ჯერ დამთავრებული არ არის, რადგან მშობლის  გადასახადი გაუქმდა  შესაძლოა ბავშვთა კონტიგენტი გაიზარდოს, გამოყოფილი თანხა კი არასაკმარისი აღმოჩნდეს.

 

სახელმწიფოს მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულაბების სრულად დაფინასებაზე კანონში ცვლილება მიმდინარე წლის მარტის თვეში დამტკიცდა, აღნიშნულზე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 60 მლნ ლარია გათვალისწინებული.

 

კანონში ცვლილებების შესვლამდე  ბაღებში გადახდა მშობლისა და თვითმმართველობის   თანადაფინანსებით ხდებოდა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED