მოკლულის დედის გამოხმაურება მამუკა ლაშქარავას განცხადებაზე [Video]

2013.08.26 ავტორი: იზა სალაყაია

ყოფილ მსჯავრდებულ მამუკა ლაშქარავას ქვეყნის დატოვებას, პოლიციიის შემდეგ,  19 წლის წინ მოკლული, მამუკა კოტრიკაძის დედა ზაირა კოტრიკაძეც თხოვს. კოტრიკაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ის უახლოეს დღეებში შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. მისი განცხადებით, ღარიბაშვილისგან შეხვედრაზე თანხმობა უკვე მიიღო.  კოტრიკაძის მინისტრთან შესაძლო შეხვედრას არ ადასტურებს შსს პრესსამსახური.

 

ზაირა კოტრიკაძე

ზაირა კოტრიკაძე TSpress -ს  გამოქვეყნებული  სტატიების:ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]“, „თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო [Video] შემდეგ დაუკავშირდა.

 

„ჩემი მოთხოვნაა მამუკა ლაშქარავამ დატოვოს ქვეყანა, რასაც მივაღწევ. მინისტრს უნდა შევხვდე, უკვე მომივიდა პასუხი, რომ მზადაა შემხვდეს“- განაცხადა კოტრიკაძემ, თუმცა შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

 

კოტრიკაძის თქმით, მის შვილს პირველი სასიკვდილო ტყვია ტიტე ჩაჩიბაიამ ესროლა, შემდგომ კი მამუკა ლაშქარავამ 6 ტყვია დაახალა.

 

„ლაშქარავასთვის, ტიტე ჩაჩიბაიას უთქვამს, თითქოს ჩემმა შვილმა მასზე რაღაც ცუდი თქვა. საქმის გასარჩევად სახლში მოვიდნენ. ჩაჩიბაიამ გაიყვანა ჩემი შვილი. შელაპარაკების დროს, მან ესროლა პირველი ტყვია, რომელიც თავში მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა. ლაშქრავამ კი 6 ტყვია დაახალა და ნაფლეთებად მიქცია შვილი“- აღნიშნავს მოკლულის დედა.

 

მკვლელობაზე ლაშქარავამ და ჩაჩიბაბიამაც 15 წლიანი სასჯელი მოიხადეს.

 

ზაირა კოტრიკაძე მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი ცოტაა, თუმცა ქვეყნის დატოვებას მხოლოდ ლაშქარავასგან ითხოვს.

 

„ჩაჩიბაიას წინააღმდეგ ამ დროსათვის არაფერი მაქვს. მან მოიხადა თავისი სასჯელი. ამანაც მოიხადა, მაგრამ ლაშქარავას ქალაქში გაჩერება არ შეიძლება. როცა გათავისუფლდა ხომ დაატოვებინეს ქვეყანა?! მოთხოვა პოლიციამ და მეორე დღესვე წავიდა. ახლაც იგივე გააკეთოს“- აცხადებს კოტრიკაძე.

 

ყოფილი მსჯავრდებულის, მამუკა ლაშქარავას განცხადებით, მის მიერ პოლიცილების მხილებისა და მათი უკანონო ქმედებების გახმაურების შემდეგ, მისი „მოშორება პოლიციამ კოტრიკაძის ხელით“ გადაწყვიტა და პოლიცია კოტრიკაძეს მის წინააღმდეგ იყენებს, რასაც უარყოფს ზაირა კოტრიკაძე.

 

„ამის შემოთვაზებას ვინ გამიბედავდა, პირიქით, მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ფოთის მერის და პროკურორის - რატომ აჩერებენ მას ქალაქში?!“- განაცხადა კოტრიკაძემ.

 

ლაშქარავას ადვოკატ ზაურ კინტირაიას განცხადებით, კანონმდებლობა ქვეყნის დატოვების მოთხოვნას, არცერთ შემთხვევაში არ ცნობს და მსგავსი მოთხოვნა სამართალდამცავებისა თუ ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.

 

შეგახსენებთ, რომ  ყოფილი მსჯავრდებულის,  მამუკა ლაშქარავას განცხადებით, მას ქვეყნის დატოვება პოლიციელებმა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიკვიდაციით დაემუქრნენ.

 

ლაშქარავამ კონკრეტული პოლიციელების ვინაობა დაასახელა, რომლის შემდგომ მისი თქმით, პოლიცია მას მუდმივად უთვალთვალებს.

 

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ყოფილი მსჯავრდებულის ტიტე ჩაჩიბაიას სახელით პოლიციელმა, ლევან უნგიაძემ ლაშქარავას შემოუთვალა, „რომ ამ ინტერვიუს არ აპატიებენ და ყევლაფრისთვის მზად უნდა იყოს.“

 

-„პოლიციელი ლევან უნგიაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია, მისი სახელით მეგობარმა მითხრა, რომ ლაშქარავს ამ ინტერვიუს არ აპატიებენ და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს,“- აცხადებს TSpress - თან საუბარში ჩაჩიბაია, თუმცა მეგობრის ვინაობას არ ასახელებს.

 

კოტრიკაძის მიერ მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრასა და პოლიციის მიერ ლაშქარავასთვის ქვეყნის დატოვების მოთხოვნას შს სამინისტრო უარყოფს.

 

„ვერცერთ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ.“- განაცხადა შს სამინისტროს წარმომადგენელმა ეკა ბრეკაშვილმა Tspress - თან საუბრისას.

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]


თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო [Video]


 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED