ბლუზის საღამო ფოთში [Video]

2013.08.24 ავტორი: სალომე ბუკია

ფოთში, მდინარე რიონის სანაპიროსთან, ფოთელები ბლუზის საღამოს დაესწრნენ. საღამოში ბენდი „KOKA & T.BLUES MOB“ მონაწილეობდა.

ბენდი 1998 წელს კოკა ცქიტიშვილის თაოსნობით შეიქმნა. იგი დღესაც ბენდის ლიდერი, ბასისტი და ვოკალისტია. მასთან ერთად განახლებულ შემადგენლობაში უკრავენ: გიტარისტი თამაზ თხინვალელი, დრამერი: დავით მანიჟაშვილი და კომპოზიტორი რომა რცხილაძე.

 

1998-2013 წლებში ბენდს გასტროლები ჰქონდა დანიაში, გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, რუსეთში, ტაილანდში, ნიდერლანდებში და ნორვეგიაში და უკრავდა ამ ქვეყნებში გამართულ, როკის, პოპის, ბლუზის და ჯაზის ფესტივალებზე.

 

ბენდის წევრები Tspress-თან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ფოთში გემოვნებიანი მსმენელია: „ფოთში გემოვნებიანი თაობა იზრდება, დღეს მსოფლიოში იშვიათად უსმენენ ბლუზს, ამიტომ ეჭვი მეპარებოდა, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა,“- აღნიშნა რომა რცხილაძემ.

 

„ფოთში მეორეჯერ ჩამოვედი, როგორც წინათ, დღესაც მაყურებლიდან მოდიოდა ენერგია!“ -განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა კოკა ცქიტიშვილი.

 

საღამოზე დასწრება უფასო იყო, ხოლო საორგანიზაციო ხარჯი, ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურს 4000 ლარი დაუჯდა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED