„ქუჩის ვარჯიშები“ (Street Workout) სპორტის ახალი სახეობა საქართველოში [ Video]

2013.08.23 ავტორი: სოფო ჯალაღანია ლიკა ლოლუა

“საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამიჩნდა სურვილი , ეს რთული მიმდინარეობა ქუჩის ვარჯიშები ( Street workout)  ჩამომეყალიბებინა და ამ სფეროში ჩვენ ფოთელებს პირველი გუნდი გვყავს “- განაცხადა Tspress-თან საუბარში საქართველოს  ქუჩის ვარჯიშების  ფედერაციის პრეზიდენტმა მიშა ჟვანიამ.


ოფიციალურად საქართველოში, კერძოდ კი ფოთში, სპორტის სახეობა  ქუჩის ვარჯიშების (Street workout)  ფედერაცია 2013 წლის 23 იანვარს ჩამოყალიბდა, რომლის დამფუძნებელი და ინსტრუქტორია  მიშა ჟვანია.

 

ამ სპორტის სახეობას მიმდევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყავს, თუმცა ფოთის გუნდი წევრების დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

 

ამ ეტაპზე გუნდს ვარჯიშისთვის  შესაბამისი პირობები არ აქვს და ვარჯიშების ჩატარება მეორე სკოლის ეზოში მოკრივეებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე უწევთ, ახალ ილეთებს კი ინტერნეტიდან სწავლობენ.

 

როგორც  ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს ეს დროებითია,რადგან სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, რომლის თანახმადაც  ფოთში 2013 წლის ბოლომდე ნიკოლაძის სანაპიროზე უნდა აშენდეს ვარჯიშისთვის საჭირო მოედანი.

 

გუნდს ფინანსებთან დაკავშირებით აქვს პრობლემები, რის გამოც, ისინი 2013 წლის 7 აგვისტოს რიგაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრნენ. ფედერაცია ამჟამად სპონსორების მოლოდინშია.

 

მსურველებისთვის  გუნდში მიღება შეზღუდული არ არის და სწავლება უფასოა . ისინი ყოველდღე 2-3 საათს ვარჯიშობენ.

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED