ფოთელი ბიზნესმენი ფინანსთა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

2013.08.16 ავტორი: TS

"ივანიშვილი ბიზნესმენია და იქნებ მომისმინოს, ან შემხვდეს ფინანსთა მინისტრი, სხვას ვერავის ვერაფერი გავაგებინე,"- აცხადებს თევზჭერის ლიცენზიის მქონე კომპანია "მადაის" ერთ-ერთი მფლობელი მურმან ხარაბაძე. მისი კომპანიის ანგარიშები, რამდენიმე თვეა, ბიუჯეტის მიმართ დაგროვილი დავალიანების გამო დაყადაღებულია, 12 აგვისტოს კი, გემების გაყიდვისა და დავალიანების გადახდის მიზნით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანიის კუთვნილი ორი გემის დაკავება მოითხოვა.

"თუკი წინა ხელისუფლების უკანონო ქმედების აღსრულებას ითხოვენ, ე.ი. რა გამოდის, ეთანხმებიან წინა ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებას? მინდა შევხვდე გადაწყვეტილების მიმღებს: ფინანსთა ან პრემიერ-მინიტრს და ინდივიდუალურად განიხილონ ჩემი და ლიცენზიანტი კომპანიების საქმეები, რომლებსაც უსაფუძვლო დავალიანებები გვერიცხება,"- აცხადებს ხარაბაძე.

 

ბიზნესმენი დავალიანებას არ აღიარებს, წინა ხელისუფლებას დავალიანების უკანონოდ დაკისრებასა და საქმიანობაში ხელშეშლაში ადანაშაულებს. მან ფინანსთა სამინისტროს უკვე მიმართა, საიდანაც მიღებული პასუხის თანახმად, აღნიშნული საკითხი დავების საბჭოს განსახილველია, რომელიც მალე შეიქმნება. 

 

"გემები თუ გამიყიდეს, სამიანობას ვეღარ გავაგრძელებ. არადა, "მილენიუმის" 3-მილიონიანი კრედიტი გადასახდელი მაქვს. სახელმწიფო იმის გადახდას მთხოვ, რაც არ დამიჭერია. ვიღაცას რომ ბიზნესის წართმევა უნდოდა და აბსურდული ბრალდებით გემები დამიპატიმრეს 3 თვის მანძილზე, მე საქმიანობა როგორ უნდა გამეგრძელებინა?!"- აცხადებს კომპანია "მადაის" წარმომადგენელი.

 

TSpress-მა რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლების მიერ კომპანიის შევიწროების ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიებ გამოაქვეყნა.

 

 

ამავე თემაზე:

 

ძალაუფლების გამოყენებით გაკოტრებული კომპანია „მადაი“

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED