ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ფოთში [Video]

2013.08.12 ავტორი: სალომე ბუკია ლიკა გაბედავა

ფოთის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით მოეწყო. 

კონცერტში მონაწილეობა „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეებმა: ლუკა მეტრეველმა, ნინა სუბლატმა და ლევან მასპინძელაშვილმა მიიღეს.

 

მათთან ერთად კონცერტში ადგილობრივი შემსრულებლები: ლიკა მანაგაძე, ია ჯანელიძე და ქორეოგრაფიული ჯგუფი „ბუმიც" მონაწილეობდნენ.

 

"ფოთში პირველად რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, დილის 7 სთ -ზე ქუჩაში არავინ დადიოდა, ცოტა შემეშინდა. კონცერტზე სულ სხვა მუხტი დამხვდა. არ მეგონა თუ ასეთი ცოცხალი ქალაქი იყო"- აღნიშნა TSpress - თან საუბრისას ლევან მასპინძელაშვილმა. 

 

ნინა სუბლატის თქმით, ფოთში ამდენ ახალგაზრდას კონცერტზე არ ელოდა. 

 

კონცერტი ფეირვერკებით დასრულდა.

 

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას განცხადებით, კონცერტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარი გამოიყო. 

 

მისი თქმით, თანხა სცენის მონტაჟს, ფეიერვერკებსა და საორგანიზაციო ნაწილს მოხმარდა. მომღერლების ანაზღაურება კი სამინისტრომ უზრუნველყო. 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED