ეკა ბესელია - თვითმმართველობები უნდა ვაიძულოთ, ბიუჯეტით უსახლკარო ოჯახებს თავშესაფრები აუშენონ

2013.08.09 ავტორი: სოფო ჯალაღანია

ფოთის მაჟორიტარმა, ეკა ბესელიამ ფოთელებს 8-თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით მოეწყო და მას ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავაროც ესწრებოდა

 

ფოთის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ მაჟორიტარის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და მისი მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

 

გაწეული მუშაობა სლაიდებით ორ ნაწილად იყო წარმოდგენილი. თავდაპირველად, მაჟორიტარმა გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. 

 

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მაჯორიტარის ბიურომ მოსახლეობიდან შესულ 5 360 განცხადებაზე მოახდინა რეაგირება, თუმცა, განცხადებების შინაარსსა და რეგირების ფორმებზე მაჟორიტარს არ უსაუბრია. ბესელიამ მხოლოდ ის განმარტა, რომ რამდენიმე ფოთელს მათი რეკომენდაციით გაეწიათ სამედიცინო დახმარება.


შეიძლება ითქვას, ყველაფრის გაკეთება ნულიდან მოგვიწია. ყველაფრის ერთდროულად მოგვარება შეუძლებელია“- განაცხადა ბესელიამ.

 

ბესელია ასევე შეეხო ქაფშიის სეზონის დროს, თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობის გამო, ქალაქში გავრცელებულ უსიამოვნი სუნს. მისი თქმით, სხვადასხვა უწყებებთან არსებობს შეთანხმება, რომ საწარმოები მკაცრად გაკონტროლდეს. მისი თქმით, ყველა საწარმო ვალდებული იქნება სპეციალური ფილტრები დააყენოს.

 

მისი თქმით, ფოთში კოღოს საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარებისა და შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს.

 

„შეიძლება ბევრი რამ დეპუტატს არ ეხება, მაგრამ თუ ქალაქს ჭირდება, თვალს ვერ დახუჭავ,“- აღნიშნა ბესელიამ.

 

ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

 

კითხვების უმრავლესობა სოციალურ და ყოფით საკითხებს ეხებოდა.

 

უსახლკაროდ დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემების საპასუხოდ, ბესელიამ განაცხადა, რომ საკითხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოუგვაროს.

 

„თვითმმართველობები უნდა ვაიძულოთ, ბიუჯეტით უსახლკაროდ დარჩენილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს თავშესაფრები აუშენონ,“- განაცხადა ბესელიამ.

 

NDI - ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლუის ნავაროს განცხადებით, ეს შეხვედრა არის იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც ვახორცილებეთ პარლამენტისთვის და მათი ეფექტურად მუშაობისათვის.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED