მშვიდობის გზავნილი ენგურის ხიდიდან

2013.08.08 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

ქართულ–აფხაზურ–ოსურმა და "სახალხო დემოკრატიულმა" მოძრაობამ მშვიდობის დეკლარაციას დღეს ხელი სიმბოლურად ენგურის ხიდზე მოაწერეს. ორგანიზაციებმა დღეიდან ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვდება.

"სახალხო დემოკრატული" მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, ნესტან კირთაძის განცხადებით, ეს არის დეკლარაცია, რომლითაც ხელისუფლება უნდა აიძულონ, რომ მშვიდობის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში გაკეთდეს და კანონით უზრუნველყონ.

 

მისი თქმით, დღეს მშვიდობის გზავნილი  აფხაზებსა და ოსებს გაუგზავნეს.

 

"მუდმივი მშვიდობა უნდა არსებობდეს ჩვენს ხალხს შორის. ეს უნდა დაიწყოს ნდობის, სავაჭრო –კულტურული ურთიერთობების აღდგენით. დღევანდელი დღით საქართველოს ხელისუფლება ენგურის ხიდიდან მიიღებს დავალებებს, რომ მან მშვიდობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანოს. მშვიდობა მუდმივად კონსტიტუციით უზრუნველყოს"– განაცხადა ნესტან კირთაძემ.

 

მშვიდობის დეკლარაციას ხელი სახალხო დემოკრატების წარმომადგენლებმა ენგურის ხიდთან მოაწერეს.

 

დღესვე მათ აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა სახელობის მემორიალი მოინახულეს.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED