ფოთის მერი - თეატრის ახალი შენობა 23 ნოემბერს გაიხსნება

2013.08.07 ავტორი: ლიკა ლოლუა სოფო ჯალაღანია

„ფოთის თეატრს 23 ნოემბერს გავხსნით,“- განაცხადა მეორე საჯარო სკოლის დარბაზში გამარტულ კონცერტზე ფოთის მერმა, დავით სარსანიამ.

სარსანიას განცხადებით, თეატრის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით მიღებული 12 მლნ. ლარიდან გამოიყოფა. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მიერ ფოთში ყოფნისას გაკეთებული განცხადებით, ფოთის თეატრის მშენებლობას მიღებული ტრანსფერიდან, 3,8 მლნ ლარი მოხმარდება. 

 

პროექტისა და ხელშკრულების თანახმად, თეატრის მშენებლობის ღირებულება, ინტერიერის ხარჯებს გარდა, 9 მლნ ლარი იყო. სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 7 მლნ ლარი შენობაზე უკვე დახარჯულია, რასაც აღნიშნული თანხაც დაემატება.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის მშენებლობა, ძველი შენობის ეპარქიისთვის გადაცემის შემდეგ, 2005 წელს დაიწყო. პრეზიდენტის დაპირებისამებრ ფოთის თეატრის ახალი შენობა 2008 წელს უნდა ქონოდა. მოგვიანებით, სამუშაოების დროულად დაუსრულებლობა აგვისტოს მოვლენების გამო, 2 წლით გადაწიეს.

 

შენობის დასრულება, ვერც 2010 წელს მოხერხდა. მიმდინარე წელს, ფოთში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა თეატრის შენობა დაიწუნა და ფასადში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ადგილობრივ ხელისუფლებას და ამშენებლო ფირმას კი, მშენებლობის დასრულებისთვის საბოლოო ვადა 2012 წლის ბოლომდე მისცა, თუმცა მშენებლობა წინასაარჩევნო პერიოდში უსახსრობის გამო დროებით შეჩერდა. მისი მშენებლობა 2013 წლამდე არჩევნების შემდგომ განახლდა.

 

ამავე თემაზე: 

ფოთის თეატრის მშენებლობა უსახსრობის გამო შეჩერებულია

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED