„ქართული ესტრადის დღისადმი” მიძღვნილი კონცერტი ფოთში [Video]

2013.08.07 ავტორი: ლიკა ლოლუა სოფო ჯალაღანია

„ქართული ესტრადის დღისადმი” მიძღვნილ კონცერტზე, ფოთის მე–2 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, ჯეოსტარელებმა იმღერეს. გიორგი სუხიტაშვილის, ნინი წიკლაურის, სალომე ბაკურაძის და "ახალი საბავშო ხმის" მონაწილე სანდრო ფარცვანიას 2– საათიანი კონცერტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4200 ლარით დაფინანსდა. დამსწრეთათვის კონცერტი უფასო იყო.

"იმედი მაქვს ფოთს უფრო კარგი და დიდი საკონცერტო დარბაზი ექნება. კონცერტებსაც უფრო მეტი ფოთელი დაესწრება,"– აღნიშნა TSpress - თან საუბრისას მომღერალმა, გიორგი სუხიტაშვილმა.

 

კონცერტის მიმდინარეობისას მაყურებელს ფოთის მერმა, დავით სარსანიამ მიმართა. მისი თქმით, წლებია, ფოთში საკონცერტო დარბაზის არარსებობა, პრობლემაა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით მიღებული 12 მლნ ლარის ნაწილით მალე მოგვარდება და ფოთს თეატრს ახალ შენობა ექნება.

 

ნინი წიკლაურმა და სალომე ბაკურაძემ ფოთელი ახალგაზრდობისა და მაყურებლის ემოციებზე ისაუბრეს.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED