ბესელიას გუნდის წევრების დაპირისპირების გამო დაზარალებული მოსახლეობა [ Photo]

2013.08.02 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში უკვე რამდენიმე დღეა ნაგვის ურნები გადავსებულია. მომსახურე ფირმა - შპს „ინფრასტრუქტურა 2008 “-ის  დირექტორი რატი კვანტრიშვილი მიზეზად მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შესაკეთებლად თანხის არქონას ასახელებს, რაშიც ქალაქის მერს ადანაშაულებს. მერი კი კვანტრიშვილს პრობლემების ხელოვნურად შექმნასა და ბინძური მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მისი მისამართით ბევრი კითხვა არსებობს.

 

 

კვანტრიშვილის განმარტებით, ნაგვის დროულად გატანა ქალაქში მხოლოდ ერთი დღით დაგვიანდა, თუმცა TSpress - ის მიერ ფოტოების გადაღებისას ქალაქის ქუჩებში ნაგვის ურნები 3 დღის განმავლობაში გადავსებული იყო, რასაც ის ერთი დიდი ნაგავმზიდის ყოლით ხსნის, რომელიც მისი თქმით მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო პატარა მანქანებით ნაგვის გატანა დროულად ვერ უზრუნველყვეს.

 

მისი განცხადებით, აღნიშნულზე მან საქმის კურსში ჩააყენა ქალაქს ხელმძღვანელობა და ახალი ტექნიკის შეძენისა და ძველის შეკეთებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

 

კვანტრიშვილის თქმით, ფირმა თვითმმართველობის საკუთრებაა (დაფუძნებულია 100% წილით) და შესაბამისად, მან უნდა შეაკეთოს, ხოლო ფოთის მერის განცხადებით, „ინფრასტრუქტურა 2008 “-ის  მომგებიანი ფირმაა და საჭიროებისამებრ ტექნიკური აღჭურვილობა საკუთარი სახსრებით უნდა განაახლოს.

 

რატი კვანტრიშვილი და დავით სარსანია

მერი არ გამორიცხავს, რომ ფირმის ხელმღვანელი, რატი კვანტრიშვილი მასთან დაპირისპირების გამო, პრობლემებს ხელოვნურად ქმნის, რომ მერე თითი მერისკენ გაიშვიროს და საზოგადოება მის მიმართ ცუდად განაწყოს. მერს ფირმის ფინანსების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, თუმცა კონკრეტულად არ საუბრობს.

 

„დიდი  ნაგავმზიდი რომ გადაბრუნდა, მას შემდეგ შეიქმნა პრობლემები. არავინ დაინტერესდა მიზეზით,  არანაირი რეაგირება არ მოყვა თუნდაც სამართალდამცავების მხრიდან. მძღოლი იჯდა ნასვამიო, არასამუშაო საათის დროს თანამშრომელი ფირმის საკუთრებას იყენებს, თან ნავსამ მდგომარეობაში. ე.ი.  ხელმძღვანელი ვერ უზრუნველყოფს კონტროლს“- განმარტავს სარსანია.

 

მას შემდეგ რაც ადგილობრივ ხელისუფლებაში დაისვა აღნიშნული კითხვები, ფირმის ხელმძღვანელმა მერის მოადგილის ლაშა კუპრეიშვილის წინააღმდეგზეწოლის შესახებ საჩივარი პოლიციაში შეიტანა. უფრო ადრე კი  კვანტრიშვილმა მსგავსი ბრალდება მერს წაუყენა და აცხადებდა, რომ მერი მას თანამდებობიდან გადადგომას აიძულებდა. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

 

შეგახსენებთ, რომ რატი კვანტრიშვილი  და დავით სარსანია ეკა ბესელიას გუნდის წევრები და მისი პროტეჟეები არიან და თანამდებობებზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ.

 

მოგვიანებით, ბესელიასა და სარსანიას შორის არსებული დაპირისპირების შემდეგ, ურთიერთობა მათ შორისაც დაიძაბა.

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ბესელიას პროტეჟეების ურთიერთბრალდებები


ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

 

პრეზიდენტი ბესელიას გუნდის წევრის კრიმინალზე საუბრობს [Video]

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED