როგორ აფასებენ ფოთელები ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობას [Video]

2013.08.01 ავტორი: სოფო ჯალაღანია

ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას Tspress - ის მიერ გამოკითხული ფოთელების უმრავლესობა უარყოფითად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ახალაია დამნაშავეა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.

 

Tspress -მა ახალაიას უდანაშაულობაზე აზრი 20 მდე ფოთელს კითხა. ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლო ტენდენციური და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრებისგან არის დაკომპლექტებული და სხვა გადაწყვეტილებას არც ელოდა.

 

ნაწილი კი თვლის, რომ ახალაია დამნაშავეა, თუმცა პროკურატურას „უსუსურ მტკიცებულებები" ქონდა.

 

ზოგს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „ქართული ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობას“ შორის  შემდგარი გარიგებაა.

 

ზოგი კი თვლის, რომ ახალაია უდანაშაულო იყო, რაც სასამართლოზე დამტკიცდა. ისინი ახალაიას ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმარს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

 

 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ახალაია უდანაშაულოდ სამ საქმეზე ცნო: სენაკის სამხედრო ბრიგადაში ჯარისკაცების დასჯის, კომპანია “არტ-ფეისის” პრეზიდენტის, ქუთაისის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრის ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობის.

 

მას ბრალი კიდევ  7ნოემბრის მოვლენების, სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტზე აქვს წაყენებული, რაზეც სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED