სასამართლომ ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ ცნო

2013.08.01 ავტორი: TS

სასამართლომ ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გაუუქმა, თუმცა მის მიმართ წაყენებული სხვა ბრალდებების გამო ის საპატიმროს არ დატოვებს. 

სასამართლომ ახალაია უდანაშაულოდ სამ საქმეზე ცნო: სენაკის სამხედრო ბრიგადაში ჯარისკაცების დასჯის, კომპანია “არტ-ფეისის” პრეზიდენტის, ქუთაისის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრის ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობის.

 

აღნიშნულ საქმეზე ახალაიასთან ერთად ბრალდებული იყო კიდევ 7 პირი, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. 

დარასელია და კინწურაშვილი ძებნილებად ითვლებიან, ხოლო კალანდაძე, გორდაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული.  სასამართლომ ყველა მათგანი უდანაშაულოდ ცნო. 

 

ბაჩო ახალაიასა და გაგა მკურნალიძის გარდა საპატიმროს ყველა დაკავებული დატოვებს.

 

ახალაიას ბრალი კიდევ ორ საქმეზე 7ნოემბრის მოვლენების საქმეზე,  სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტზე აქვს წაყენებული. 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED