ავტომოყვარულთა კლუბის წევრების პროტესტი ფოთის მერიასთან [Video]

2013.07.27 ავტორი: TS

ავტომოყვარულთა კლუბის - "BMW Club Georgia - Poti"- ს ორგანიზატორობით ფოთის ცენტრალურ მოედანზე ავტომოყვარულთა შეჯიბრი რალი უნდა გამართულიყო, თუმცა ღონისძიების დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე მერიამ მათ ჩატარების უფლება არ მისცა და ალტერნატიული ადგილი შესთავაზა. რის გასაპროტესტებლადაც ახალგაზრდები მანქანების საყვირითა და შეძახილებით მერიის წინ შეიკრიბნენ.    

ფოთის მერი, დავით სარსანია წინასწარ შეთანხმებული და დაგეგმილი ღონისძიების ქალაქის ცენტრში,  რუთაველის რკალზე  არჩატარების მიზეზად 2 დღის წინ ავტოავარიის შედეგედ გარადცვლილი ფოთელი პოლიციელების ფაქტი დაასახელა.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რალის ჩატარების ალტერნატიული ადგილი, აეროპორტის ტერიტორია შესთავაზა. აღნიშნულ წინადადებაზე თავიდან უარი განაცხადეს და მერიის წინ და  ქუჩებში მანქანების საყვირით პროტესტი გამოხატეს, თუმცა მოგვიანებით შეჯიბრი აეროპორტის ტერიტორიაზე ჩაატარეს.

 

ფოთის პროკურორი ავტომოყვარულებთან

დავით სარსანიას თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ მერიის წინ მოწყობილი საპროტესტო გამოსვლა მაჟორიტარის, ეკა ბესელისა და  "ქართული ოცნების" ადგილობრივი გუნდის მიერ იყო პროვოცირებული და მართული.

 

რუსთაველის რკალზე, სადაც რალი უნდა გამართულიყო ბესელიას გუნდის წევრები "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერი, ირაკლი კაკულია და ფოთის პროკურორი, ალექსანდრე გოგუაძე პარტიის სხვა მხარადმჭერებთან ერთად იყვნენ შეკრებილები.

 

მათ ავტომოყვარულების პროტესტში რაიმე სახით ჩართულობა უარყვეს და განმარტეს, რომ ადგილზე რალის საყურებლად მივიდნენ. 

 

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნონა ბარამიას თქმით, ავტომოყვარულთა კლუბი - "BMW Club Georgia - Poti"-  ის დაფუძნების პრეზენტაცია იყო და რადგან მოყვარულებს არ მიეცათ წინასწარ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება პროტესტიც გამოთქვეს და არანაირი პოლიტიკური სარჩული მას არ ქონია.

 

მისი თქმით, ეს იყო წყვილებს შორის დაბალი სიჩქარით მანევრულ სვლებში შეჯიბრი და არა სტანდარტული რალი.

 

"ეს იყო სპორტული ღონისძიება და სიმღერა და ცეკვა, 3 დღის წინ გარდაცვილი პოლიციელების მიზეზით დღეს გვითხრეს უარი"- განმარტა ბარამიამ.

 

მისი თქმით, შეჯიბრში მონაწილეობას 16 ავტომანქანა ღებულობს, მათ შორის 4 შეჯიბრისთვის თბილისიდან სპეციალურად ჩამოვიდა. 

 

\

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED