ამერიკის ელჩი ავღანეთიდან ქართული ძალის გამოყვანაზე [Video]

2013.07.27 ავტორი: TS

საქართველოს მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი ავღანეთში მიმდინარე ჩვენს ძალისხმევას მხარი ქართული ჯარის გამოყვანის შემდეგაც დაუჭიროს "  - განაცხადა TSpress - თან საუბრისას ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ავღანეთიდან ქართული ძალის შესაძლო გამოწვევის საკითხზე კომენტარისას, თუმცა პროცესს თავად როგორ აფასებს არ დაუკონკრეტებია.

 

მისი თქმით, ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანის შემდეგ ქართული მხარე ავღანეთში მიმდინარე პროცესებში მათ მხარდაჭერას სხვა ფორმით გააგრძელებს.

 

ელჩის თქმით, ეს იქნება ძირითადად წვრთნების უზრუნველყოფა ავღანური ძალების უსაფრთხოებისთვის, მას შემდეგ რაც საბრძოლო ოპერაციები დასრულდება.

 

მან ქართულ მხარესა და სამხედრო ძალებს ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობასა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED