ამერიკის ელჩი და გენერალი ფრეიზერი ფოთის პორტში [Video]

2013.07.27 ავტორი: TS

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლადმა და აშშ - ის ტრანსპორტირების სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა იულიამ ფრეიზერმა მომავალში ავღანეთიდან ნატოს კოალიციური ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოყვანის მიზნით, სატრანზიტო დერეფნის უზრუნველყოფისათვის ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

 

აშშ - ს ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს და აღნიშნა, რომ სატრანსპორტი დერეფნის მოწყობა კომერციული თვალსაზრისითაც წარმატებული იქნება.

 

აშშ - ის ტრანსპორტირების სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა იულიამ ფრეიზერმა კი ფოთის პორტის ინფრასტრუქტურასა და მის საკვანძო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, პორტი დიდ როლს ასრულებს ავღანეთში სამახედო ძალის მარაგის უზრუნველყოფისათვის.

გენერლის განმარტებით, ფოთის პორტის გავლით ავღანეთიდან სამხედრო ტექნიკის გადმოტანის გამოცდილება უკვე არსებობს.

 

„ფოთის პორტი არის საკვანძო მნიშვნელობის ავღანეთში ჩვენი ძალების მარაგის უზრუნველყოფისათვის. იყო პერიოდი, როდესაც ტვირთების 30 % რომელიც მიედინებოდა ჩრდილოთით ფოთის პორტზე მოდიოდა“ - განმარტა მან.

 

შეგახსენებთ,  რომ აშშ - ს დელეგაციამ  სამომავლოდ ავღანეთში ნატო- სა და ამერიკის შეიარაღებული ძალების შემცირებისას, ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გაყვანის მიზნით ერთ-ერთ ალტერნატიულ გზად საქართველოს გამოყენების საკითხზე თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთანაც გამართეს შეხვედრა.

 

ამერიკელები საქართველოს ინფრასტრუქტურულ და ჩრდილოეთის სატრანზიტო მიმართულების შესაძლებლობებს სწავლობენ.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED