ავტოავარიის დროს დაღუპული პოლიციელები ზუგდიდში გადაასვენეს

2013.07.25 ავტორი: TS

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ფოთის პოლიციის 3 თანამშრომელი გარდაიცვალა. რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილები ზუგდიდში გადაასვენეს.  

გარდაცვლილი პოლიციელები

ავარია დაბა ურეკში დღეს, გამთენიისას მოხდა. ფოთის მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" ფირმის ავტომობილი, რომელშიც პოლიციელები ისხდნენ მდინარეში გადავარდა.

 

საქმეს გურიის საპატრულო პოლიცია იძიებს.

 

გარდაცვლილები ზუგდიდის მაცხოვრებლები იყვნენ. 32 წლის ირაკლი ალასანია, 26 წლის ედუარდ თოდუა და 21 წლის თემურ თოდუა.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED