„კოლხეთის“ ფეხბურთელები დაპირისპირების გამო სავარჯიშოდ ვერ იკრიბებიან

2013.07.25 ავტორი: იზა სალაყაია

საფეხბურთო გუნდ „ფოთის კოლხეთს“, რომელიც ჩემპიონატისთვის ემზადება, ახლადდანიშნული მწვრთნელი ზაზა ინიაშევი სავარჯიშოდ ვერ კრებს. მიზეზი გუნდის ყოფილი მწვრთნელი სოსო ფილიაა, რომელიც გათავისუფლების მიუხედავად, თანამდებობას არ ტოვებს და შენობიდან არ გადის. 

„კურიოზულ სიტუაციაში ვართ, გუნდის მთვარ მწვრთნელად დავინიშნე, მაგრამ გუნდი ამ დრომდე არაა შეკრებილი, რადგან სტადიონზე იმ შენობაში სადაც უნდა შევიკრიბოთ იმყოფება ყოფილი ხელმძღვანელობა. იმედია, ეს საკითხი ამ კვირაში, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე აუცილებლად გადაწყდება. წინ ჩემპიონატი გვაქვს. ჩვენი მიზანია, პირველი ლიგიდან ისევ დავბრუნდეთ უმაღლეს ლიგაში“- განაცხადა Tspress - თან საუბრისას კოლხეთი ახალმა მწვრთნელმა, ზაზა ინიაშევმა.

 

ყოფილი მწვრთნელის, სოსო ფილიას ინაიშევით ჩანაცვლების გადაწყვეტილება ქალაქის მერმა გუნდის აღმასრულებელ დირექტორ თემურ ბარქაიასთან ერთად მიიღო. ფილია მერს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

 

ფილიას თქმით, მერმა თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოთხოვა, რაც მისი შვილი, აპოლონ სარსანია ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშა, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ თავდაპირველად აპოლონ სარსანიას გუნდში თამაშის გადაწყვეტილება თავად მიიღო, მაგრამ იმედები არ გაუმართლა.

 

მისი თქმით, გუნდთან  კონტრაქტი გაფორმებული არა აქვს.

-„თუმცა ახლა კი ამბობენ, ეს კონტრატქი არსებობსო, არ მახსენდება მე ხელი მომწეროს.“- განმარტავს ფილია.

 

მისი თქმით, მერს უნდა ისეთი მწვრთელი მოიყვანოს ვინც მის შვილს 90 წთ ათამაშებს.

 

ფოთის მერი კი მიზეზად კონტრაქტის დასრულებას და ფილიას მწვრთნელობის პერიოდში გუნდის ცუდ შედეგებს ასახელებს, რის გამოც მას კონტრაქტის გაგარძელებაზე უარი ეთქვა.

 

ახალადდანიშნული მწვრთნელი, ზაზა ინიაშევიც გათავისუფლების მიზეზად კონტრაქტის ვადის ამოწურვას ასახელებს.

 

-„კონტრაქტი რომ არ დასრულებოდა, მეც არ დავთანხმდებობოდი მის ჩანაცვლებას. კონტრატქის არსებეობა სადაო არ უნდა გახდეს, რადგან თუ მთვარ მწვრთნელს კონტრაქტი არა გაქვს უმაღლეს ლიგაში კი არა ბავშვთა ჩემპიონატზეც არ მიგიღებენ. როგორც ვიცი  უეფას აქვს ეს კონტრატქი, რაც შეეხება მის გაყალბებას, ეს სერიოზული ბრალდებაა და ამაზე საუბარს შესაძლებელია სერიოზული ამბები მოყვეს“- განაცხადა ინიაშევმა.

 

მისი თქმით, კონტრატქის დამთავრების შემდეგ ფილიამ საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი გუნდში კონსულტანტად ემუშავა, რაზეც გუნდიდან და ქალაქის ხელმძღვანელობიდან დადებითი პასუხი მიიღო, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.

 

მისი თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელია იმ დონის მწვრთელად წარმოჩინება, რომელიც გუნდში ფეხბურთელებს ვიღაცის მითითებით ათამაშებს.

 

„ყველამ კარგად იცის ჩემი  მუშაობის სპეციფიკა. ყველა იმდენ  წუთს ითამაშებს რამდენიც საჭირო იქნება, ამას მე ვწყვეტ. ფილია თვითონვე მოდის საკუთარ განცხადებებში წინააღმდეგობაში. როცა ამბობს მერის შვილობის გამო უხერხული იყო და მე მივიღე გადაწყვეტილება ეთამაშა მას გუნდშიო. გამოდის, რომ ანგარების გამო სხვა დაჩაგრა, შეიძლება კარირაც მოუსპო. მერე კი მერის შვილი ვინ იცის რა მიზეზით ძირითად შემადგენლობიდან გამორიცხა“- განმარტავს ინიაშევი.

 

ფოთში სტუმრობისას სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანმა განმარტა, რომ "კოლხეთის“ მწვრთნელის საკითხი სპორტულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.


„ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანილი იყო სოსო ფილია. ჩვენ როგორ მოგვექცა ლემონაჯავა (ფოთის ყოფილი მერი. ავტ.) და სხვები, როცა უამღლეს მწვერვალამდე აყვანილი გუნდის ხელმძღვანელობა და  მწვრთნელები დაითახოვა. ყველას კარგად გვახსოვს“- განმარატვს ინიაშევი.

 

კოლხეთის ახალ მწვრთნელს ზაზა ინიაშევს ფოთის კოლხეთთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ის „ფოთის კოლხეთის“ მთვარი მწვრთნელი 2006- 2009 წწ იყო. მისი მწვრთელობის პერიოდში გუნდი რეგიონული ლიგიდან, ჯერ პირველ შემდეგ კი უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

 

2010 წელს კი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფოთის ყოფილი მერის, ამჟამად პარალამენტარის, ვახტანგ ლემონჯავას გადაწყვეტილებით, მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს და ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ახლობელი ბესო შეროზია დანიშნეს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვე მუშაობდა. მისი წასვლის შემდეგ კი, ქალაქის ყოფილმა მერმა მწვრთნელად სოსო ფილია დაინიშნა. 

 

 

ამავე თემაზე:

 

ლევან ყიფიანი - „ ფოთის კოლხეთის“ მწვრთნელის საკითხი სპორტულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს [Video]


"კოლხეთის" მწვრთნელობიდან გათავისუფლებული სოსო ფილია სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს




 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED