ფოთის ხელისუფლება სხვადასხვა უწყებებიდან დაბრუნებულ ძვირადღირებულ ავტომანქანებს ასხვისებს

2013.07.19 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში შეძენილ იმ ძვირადღირებულ ავტომანქანებს ასხვისებს, რომელიც წინა წლებში სხვადასხვა უწყებებს ქონდათ გადაცემული და რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ უკან დაიბრუნეს.

 

საუბარია მერიის ბალანსზე რიცხულ სამ ავტომანქანაზე. მანქანების ღირებულება კერძო აუდიტმა შეაფასა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, აუქციონი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

 

2010 წელს გამოშვებული BMW (სედანი ) – მარკის ავტომობილი (სანომრე ნიშნით BBT -877)  ფოთის მერიამ 80 ათას ლარად შეიძინა და იმჟამინდელ გუბერნატორს, ზაზა გოროზიას გადასცა.  მანქანით გოროზიას ოჯახის წევრები სარგებლობდნენ.

 

არჩევნების შემდეგ უკან დაბრუნებული მანქანა ფოთის მერიას ოფიციალურად არავისთვის გადაუცია. ფოთის მერი, დავით სარსანია მის ადგილსამყოფელს არ ასახელებდა და განმარტავდა, რომ ის „სანდო პირის ხელში უსაფრთხოდ იყო.“  TSpress - ის ინფორმაციით მისით ფოთის მაჟორიტარის ოჯახის წევრები სარგებლობდნენ.

 

აღნიშნული მანქანა ამჟამად კერძო აუდიტმა 30 ათას ლარად შეაფასა.

 

მეორე ძვირადღირებული მანქანა 2011 წლის TOYOTA PRADO ფირმის ჯიპია (BBT -880), რომელიც ფოთის მერიამ გასულ წელს 80 ათას ლარად შეიძინა. მანქანა კონსტიტუციური უსაფრთხოების (კუდი)  ადგილობრივი განყოფილებას გადაეცა.

 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კუდის გაუქმების შედეგად ფოთის მერიისთვის დაბრუნებული ავტომანქანა მაჟორიტარის ბიუროს ყოფილ უფროსს ზურაბ ჩაჩუას გადაეცა.

 

თავდაპირველად ჩაჩუა მანქანით არაოფიციალურად და კანონგარეშე სარგებლობდა. 

 

მოგვიანებით, ჩაჩუამ ფოთის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბიუროსთვის მანქანის გამოყოფის მოთხოვნით, წერილობით მიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ბიუროს ავტომანქანა  3 თვით გადაეცა.

 

ავტომანქანით სარგებლობის 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ბესელიას ბიურომ, ავტომანქანით სარგებლობის ვადის კიდევ 1 წლით გაგრძელება ითხოვა, რაზეც მერია-საკრებულოსგან მანქანის გასხვსების მიზეზით უარი მიიღო.

 

საკრებულოსგან მანქანის უკან დაბრუნების არაერთხელ მოთხოვნის მიუხედავად ბიურო მანქანის დაბრუნებაზე უარს აცხადებდა და ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდა. ბიურომ ხელისუფლებას არამხოლოდ აღნიშნული არამედ იმ მანქანების გასხვისებაც მოთხოვა, რომლითაც მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობენ. ხელისუფლებამ ბიუროს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

აღნიშნული მანქანის TOYOTA PRADO -ს აუქციონზე გასატანი ფასი უცნობია.  საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბაბილუას განმარტებით, იმის გამო, რომ ბიურომ მანქანა დროულად არ დააბრუნა აუდიტმა ის  სხვა მანქანებთან ერთად ვერ შეაფასა. მისი თქმით, კონკრეტულ მანქნაზე ხელახლა უნდა მოიწვიონ აუდიტი.

 

კიდევ ერთი მანქანა, რომლის გასხვისებასაც ხელისუფლება გეგმავს MERSEDES - ის ფირმის ავტომაქნაა (სანომრე ნიშნით, OKO – 338) აღნიშნული  მანქანა ხელისუფლებამ კუდ - ისგან დაიბრუნა. ის აუდიტმა 2 ათას ლარად შეაფასა.

 

მერიას არ დაუბრუნებია მხოლოდ ერთი - LEXUS - ის ფირმის ავტომანქანა (ZWZ 068), რომელიც მერიამ დახლოებით 60 ათას ლარად გასულ წელს შეიძინა და შსს ფოთის განყოფილებას გაადსცა.  მანაქნიათ ამჟამად პოლიციის უფროსი, ზურაბ მალანია სარგებლობს. მალანია მაჟორიტარის ნათესავი და მისი რეკომენდებული კადრია.

 

დავით სარსანია აღნიშნული ავტომანქანის დაუბრუნებლობის მიზეზებს არ განმარატვს, თუმცა, აბობს, რომ ეს პოლიციის უფროსის ბესელიასთან ნათესავობის გამო არ მომხდარა.

 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში გარდა იმისა, რომ ფოთის ხელისუფლება ბიუჯეტიდან ნაყიდ და მერიის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს შემდგომ დროებით სარგებლობაში სხვადასხვა უწყებებს გადასცემდა, მანქანებს ძალოვან უწყებებს საჩუქრადაც გადასცემდა, რომელთა დაბრუნებაც მერიას აღარ შეუძლია. ჯამში ეს საჩუქარი ადგილობრივ ბიუჯეტს  358 ათას 330 ლარი დაუჯდა.

 

მათ შორის: ორი Shkoda oqtavia (თითოეულის ფასი 34 650 ლარი), რომელიც რამდენიმე თვეში საჩუქრად საპატრულო პოლიციას გადაეცა.

 

ერთი ერთეული 85 000 ლარიანი Toyota Prado, რომელიც შსს-ს ადგილობრივ უწყებას გადაეცა.

 

სამი Chevrolet Cruze, აქედან ორი - 28 000 ლარიანი, ერთი  -  30 400 ლარიანი, „მოვალეობის ეფექტურად, მაღალორგანიზებულად შესრულებისთვის“ ასევე შსს ერთ-ერთ სამმართველოს გადაეცა .

 

მეოთხე  - 41 000 ლარიანი Ford ranger ფოთის მერიამ სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადასცა.

 

კიდევ 4 ავტომანქანა კი იმავე წელს, 2010 წლის 15 მარტს, ერთდროულად შეიძინა, რისთვისაც 127 000 ლარი გადაიხადა და მოგვიანებით, ისინი სხვადასხვა უწყებას გადასცა.


 

ამავე თემაზე:


საქმის გარჩევა "ტოიოტა პრადოს" გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]


კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს

 



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED