ლევან ყიფიანი - „ ფოთის კოლხეთის“ მწვრთნელის საკითხი სპორტულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს [Video]

2013.07.15 ავტორი: იზა სალაყაია

„საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“  არ უნდა გახდეს პიროვნებებს შორის საჭიდაო ქვა. ვფიქრობ საღი აზრი გაიმარჯვებს და უფრო მეტი აქცენტი იქნება სპორტულ პრინციპებზე" - განაცხადა Tspress - თან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ლევან ყოფიანმა ფოთის მერსა და გუნდის მწვრთნელს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

მინისტრმა, ლევან ყიფიანმა ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ სტადიონი დაათვალიერა და მაჟორიტართან, ეკა ბესელიასთან ერთად მწვრთნელს, სოსო ფილიასა და სტადიონის სხვა თანამშრომლებს შეხვდა.

 

შეხვედრას „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ, მედიას კი დასწრება აუკრძალეს. მედიისთვის შეხვედრის დახურვის მიზეზი და იურიდული საფუძველი არ განუმარტავთ.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ ფოთში სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. მისი თქმით, სხვა ქალაქების მსგავსად მთავარი პრობლემა აქაც სპორტული ინფრასტრუქტურის არარსებობაა.

 

TSpress - ის ინფორმაციით, მთავარი საკითხი შეხვედრაზე ფოთის საფეხბურთო გუნდ „კოლხეთის“ მწვრთნელ, სოსო ფილიასა  ფოთის მერს, დავით სარსანიას შორის არსებული დაპირისპირება იყო.

 

ფილიას განცხადებით, ფოთის მერმა მას თანამდებობის დატოვება მოთხოვა, რადგან გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი შვილი არ ათამაშა. აღნიშნულს უარყოფს ფოთის მერი და მიზეზად, ფილიას მწვრთნელობის პერიოდში გუნდის წარუმატებლობას, გუნდის უმაღლესი ლიგიდან გავარდას ასახელებს. მოთხოვნის მიუხედავად ფილია მწვრთნელობაზე უარის თქმას არ აპირებს. ის ეკა ბესელიას ნათესავია და მისი დახმარების იმედი აქვს.

 

ლევან ყოფიანმა განმარტა, რომ სამინისტროს მთავარი პრინციპი ჩაურევლობაა. მისი თქმით, ის პირონულად ვერცერთი მხარის პოზიციას დაუჭერს მხარს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხი სპორტულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.

„ჩვენი მოსვლის შემდეგ, როგორც განვაცხადეთ,  მთავარი პრინციპი ჩაურევლობაა. ამიტომ ამ საკითხზე კომენტარებს ვერ გავაკეთებ. იქ სადაც არის სპორტული საზოგადოება მათ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“- განაცხადა ყიფიანმა.

 

TSpress - თან საუბრისას კლუბის მწვრთნელი, სოსო ფილია ეკა ბესელიასთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს რა სახის დახმარებას ელოდება ბესელიასგან და კონტრაქტს გაუქმების შემთხვევაში რა გზას მიმართავს.

 

ამბობს, რომ სარსანიამ  მისი შვილის აპოლონ სარსანიას ძირითად შემადგენლობაში თამაში მას პირადად მოთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მას მწვრთნელობიდან გადადგომა მოთხოვა, თუმცა მიუხედავად ამისა „მომავლის გუნდის“  შექმნას აპირებს. 

 

„ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას  შევქმნა მომავლის გუნდი, რისთვისაც 2-3 წელი დამჭირდება. დავტოვებ ძლიერ გუნდს, ამის შემდეგ კი, მწვრთელობას ახალგაზრდებს დავუთმობ. იმედია მერს ეყოფა კაცობა და გამბედაობა და თუ მას ღმერთის მაინც ეშინია იტყვის სიმართლეს, რომ პირადად შემხვდა და პირადად მომთხოვა მის შვილს გუნდში ეთამაშა“ - განმარტა ფილიამ.

 

მისი თქმით, მწვრთნელად დაინიშვნის პერიოდში „ფოთის კოლხეთი“ უმაღლესი ლიგიდან გაგდების კანდიდატი იყო და გუნდის ლიგაში დარჩენის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა არსებობდა. 18 თამაშიდან გუნდს მხოლოდ 3 ქულა ქოდა და  არცერთი მოგება.

 

რა შეიცვალა მის მწვრთნელობის პერიოდში და რა წარმატებას მიღწია გუნდმა ფილია არ საუბრობს.

 

საფეხბურთი კლუბი „კოლეხეთი“ თვითმმართველობის 100% წლით დაფუძნებული შპს - ს წარმოადგენს.  კანონმდებლობით, აღმასრულებელი დირექტორს მერი ნიშნავს, მწვრთნელთან კონტრატქს კი  მერთან შეთანხმებით დირექტორი დებს.   მწვრთნელის დათხოვნაზე დირექტორს ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაუწერია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED