მაჟორიტარის გაუმჭვირვალე ფონდიდან ფოთში სანაპირო ზოლი უნდა კეთილმოეწყოს [Video]

2013.07.09 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდმა, საკრებულოს დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის გეგმები განიხილა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  ფონდი დახურულია და თანხების შემწირველი ბიზნესმენები არ სახელდება. შეხვედრას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ბიზნესმენები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მერიის მშენებლობისა და ატქიტექტორის სამსახურმა სანაპირო ზოლის განვითრებისა და კეთილმოწყობის რამდენიმე კონცეფცია წარმოადგინა.

 

-"კონცეფციით გათვალისწინებული იდეები კარგია, მაგრამ არარეალური" -განაცხადა მაჟორიტარის ბიუროს უფროსმა ვალერი ტეტუნაშვილმა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს ფონდის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ წინადადებებზე მსჯელობისკენ მოუწოდა.

 

-„საუბარია არასაბიუჯეტო თანხით, ფონდის მიერ სანაპირო ზოლზე სკამების, განათებების მოწყობა, უფასო ინტერნეტი, რომ ახალგაზრდობამ ადამიანურ პირობებში შეძლოს დასვენება. თუ მერე უკეთესს გააკეთებთ, ამოთხარეთ ის ხე,  აყარეთ ფილები, სკამები და გააკეთეთ უკეთესი. თუ ვინმე რამეს გიკეთებთ ქალაქში, შეირგეთ.“- განაცხადა მან.

 

მშენებლობის სამსახურის უფროსის, ილო მელქაძის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს საბიუჯეტო თანხაა თუ ბიზნესმენის მიერ გაღებული, ერთიდაიმავე სამუშაოზე ორმაგი ხარჯის გაღება არაგონივრულია.

 

გაზეთ "ნიკოლაძის გზით" დამფუძნებელმა, ბესელიას მხარდამჭერთა დარბაზის წევრმა ვანო ნარმანიამ მხარი „მორვაგზალის“ მოწყობას დაუჭირა, რომელსაც, მისი თქმით, ვერ გააკეთებს ქალაქი, ამიტომაც ამ პროექტის განხოციელებაში მხარი ინვესტორს უნდა დაუჭირონ.

 

ბიზნესმენ ვაგნერ მხეიძის განმარტებით, თუ ბიზნესმენმა ბულვარის მოწყობაში ჩადებული ინვესტიცია უნდა ამოიღოს, თუმცა სკამებით, განათებებით, თუნდაც კაფეებით ამას ვერ შეძლებს. მისი თქმით, უნდა განვითარედეს მინი-პორტი, თუნდაც სამგზავრო და არა სამრეწველო.

 

ფონდის დირექტორის, ილია ქვარცხავას განმარტებით, სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისთვის ფონდს 350 ათასი ლარი აქვს. მისი თქმით, თანხა სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისთვის ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ქველმოქმედების მიზნით გაიღო და არა მოგების თვალსაზრისით. ქვარცხავა ბიზნესმენის ვინაობას ჯიუტად არ ასახელებს.

 

-„ჩვენი თბილისელი ბიჭები რომ არიან, მათი მეგობარია ის ბიზნესმენი, სახელი და გვარის დასახელება არ არის საჭირო,"- აღნიშნა Tspress - თან საუბრისას ქვარცხავამ.

 

შეხვედრის დასასრულს შეთანხმდნენ, რომ ფონდი მერიის შესაბამის სამსახურს პროექტს წარუდგენს, რომლის განხილვის შემდეგ დაიწყება სამუშაოები.

 

 

შეგახსნებთ, რომ ფოთის აღორძინების საქველმოქმედი ფონდი მაჟორიტარის, ეკა ბესელიას ინიციტივით მაისის თვეში ჩამოყალიბდა.

 

ფონდის მიზანი სხვადასხვა ბიზნესმენისგან მიღებული თანხით, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებაა.  ბესელიამ ფონდის პრეზენტაცაზე მხოლოდ ის განმრტა, რომ  შემოწირულობები ნებაყოფლობით ხდება. მისი თქმით, ბიზნესისთვის თავისუფალი გარემოა, მაგრამ "არ შეიძლება ის დისტანცირებული იყოს იმ პროცესებიდან რაც ქვეყანაში ხდება".

 

(ვიდეო - არქივი. ფონდის პრეზენტაცია)

 

ფონდის დირექტორი, „ქართული ოცნების“ უხუცესი წევრი, ილია ქვარცხავა ფონდის პარტიასთან რაიმე სახით კავშირს უარყოფს. მისი თქმით, ფონდის საქმიანობასა და თანხების განკარგვაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა მას ეკისრება, თუმცა ის არც არც წესდებას და არც შემომწირველებს არ ასაჯაროვებს.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED