კინორეჟისორი კულტურის სამინისტროსთან შიმშილს განაგრძობს [VIDEO]

2013.06.25 ავტორი: თეონა გიგაური

კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე უკვე მე-8 დღეა კულტურის სამინისტროსთან შიმშილობს. იგი უნდობლობას უცხადებს ეროვნულ კინოცენტრსა და წლევანდელი სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის კომისიის წევრებს და შედეგების გაუქმებას ითხოვს.

კინორეჟისორის პროტესტს უერთდება პარტია „საქართველოს გზა“. ამასთან დაკავშირებით დღეს კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე. აღნიშნულ შეხვედრას ლევან ანჯაფარიძეც ესწრებოდა.

 

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა მოგვიანებით განაცხადეს, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კინორეჟისორის მოთხოვნებს შეისწავლის და სამი დღის შემდეგ, 28 ივნისს დასკვნის განსახილველად შეიკრიბება.

 

როგორც რეჟისორი აცხადებს, იგი 28 ივნისამდე ისევ კულტურის სამინისტროსთან დარჩება და არც შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

 

იგი უნდობლობას უცხადებს ეროვნულ კინოცენტრსა და წლევანდელი სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის კომისიის წევრებს და შედეგების გაუქმებას ითხოვს.

 

კერძოდ, კინორეჟისორი სამინისტროს სთხოვს შეისწავლონ ჟიურის წევრთა კომპეტენტურობის საკითხი, გადაიხედოს კინოცენტრის კონკურსის შეფასების კრიტერიუმები, საჯარო გახდეს კონკურსის მეორე ტურში გადასული ყველა ლიტერატურული სცენარი და შესაბამისმა ორგანოებმა კინოცენტრის ფინანსური საქმიანობა გამოიძიოს.

 

ამასთან, ანჯაფარიძე კინოცენტრიდან არაპროფესიონალი კადრების გათავისუფლებასაც მოითხოვს. იგი მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქართულ კინემატოგრაფიაში პრიორიტეტული უნდა გახდეს.

 

ლევან ანჯაფარიძე რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმებისა - „ბუდე“, „ორმაგი სახე“, „არის ასეთი ქვეყანა“ და სხვა. ამასთან, იგი არაერთი საერთაშორისო კინოკონკურსის პრიზიორია.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED