წამების წარმოსახვა - შსს-ს "მტკიცებულება" საზოგადოებას

2013.06.20 ავტორი: ეკა ფირცხალავას ბლოგი

სად გადის ზღვარი წარმოსახვასა და რეალობას შორის? დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანის წარმოსახვა სასტიკია! გაცილებით სასტიკი, ვიდრე რეალობა!

ადამიანების წამების ამსახველი ვიდეოების დახურულ წრეში ჩვენებით, ირაკლი ღარიბაშვილის შსს-მ, „ნაცმოძრაობის“ მიმართ არანაკლებ აგრესიული განწყობა გააღვივა, ვიდრე გასულ წელს გვქონდა „ცოცხებით გაუპატიურებით“ ვიდეოების ყურებისას.

მაშინ ყველამ ვნახეთ ძალადობა! დღეს, ყველამ წარმოვიდგინეთ ძალადობა! და ეს წარმოსახვა გაცილებით სასტიკია, რადგან, ვინც კი იხილა ეს ვიდეოები, აკეთებდნენ კომენტარებს, რომ მათ ნახეს „ შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელი კადრები, რაც ადამიანების მიწასთან გასწორებას გულისხმობს.“

 

წარმოგიდგენიათ, როგორ ჩაირთო ადამიანების წარმოსახვა? წარმოგიდგენიათ, როგორ მიზანმიმართულად იმუშავა PR ტექნოლოგიებით სწორად გათვლილმა ემოციურმა მესიჯებმა სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ?

 

რატომ გაავრცელა შსს-მ ეს ვიდეო სწორედ დახურულ სივრცეში, მაშინ როცა ამ ვიდეომასალების ყურებით, ვიმეორებ - ყურებით, არ იკვეთება კონკრეტული ბრალეულობა. „სუსტი ნერვების არ მქონე პირებს“  შორის დღეს აღმოჩნდა  ჟურნალისტების ნაწილი და ნახეს ვიდეო. მე ჩა-ვეკითხე რამდენიმე მათგანს, თუ რატომ უყურეს ამ კადრებს - მიიღეს დამატებითი ფაქტები? ინფორმაცია? მტკიცებულებები - ვინ, რა, სად, როდის, როგორ და რატომ მოხდა? პასუხად მივიღე ემოციები და განწყობები. სხვა არაფერი!

 

საქართველოში ტრადიციულად მთავრობები აპიარებენ „მტრის ხატებს“. შევარდნაძეს „იგორ გიორგაძის“ მტრის ხატება სტანჯავდა, სააკაშვილს „პუწინის რუსეთი“ დღემდე არ აძლევს მოსვენებას და ივანიშვილის მთავრობას - „ნაციონალების“.

 

მე, ვარ ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი! მაგრამ, მე - როგორც მოქალაქეს და ჟურნალისტს, მაინტერესებს და მჭირდება არა სამთავრობო პიარი, არამედ მჭირდება საფუძვლიანი გამოძიების შედეგად კანონით დასჯილი დამნაშავეები და ასევე, კანონით დაცული წამების და ძალადობის მხვერპლი!


დღეს, ჟურნალისტებმა საფუძვლიანი გამოძიების პროცესი იხილეს თუ შედეგები? რა ფაქტებს სთავაზობენ საზოგადოებას? ემოციებს და განწყობას სასტიკი წარმოსახვის ჩასართავად?

 

გუშინდელი საღამო „ფეისბუკში“ ერთი სტატუსის გაზიარებით და წარმოსახვით დავასრულე. სტატუსი ეკუთვნოდა ნინო ლომჯარიას: „ვინც ხვალ იმ შემაძრწუნებელი კადრების სანახავად მიდის, წარმოიდგინეთ, რომ გაგაუპატიურეს, გაიგეთ რომ ეს კადრები შსს-ს აქვს და ხალხს ეპატიჟება მათ სანახავად...“


ნინო ლომჯარიამ და კიდევ რამდენიმე „ენჯეოშნიკმა“ დღეს შსს-ში შეხვედრა დატოვეს. ამის საპასუხოდ პარლამენტარმა თინათინ ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ადამიანის უფლებების დამცველს მისი საქმიანობის განმავლობაში, წესით, ბევრი რამ უნდა ჰქონდეს ნანახი. ზოგი თავად მსხვერპლის მოტანილი და ზოგიც სხვების მიერ ნდობიდან გამომდინარე მიტანილი... როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ“.

 

„ფეისბუკის“ სტატუსის ამ ნაწილში ვეთანხმები ქალბატონ დეპუტატს, მაგრამ ჩა-ვეძიები მის გაგრძელებას და ხაზს გავუსვამ, რომ ეს ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის სტატუსის გაგრძელებასთან: „უნდა მოიკვლიოთ, უნდა გამოიძიოთ, ამაზე პასუხისმგებლობისთვის უნდა იბრძოლოთ.“

 

მართალია! ჩვენ (ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა) უნდა მოვიკვლიოთ, გამოვიძიოთ, პასუხისმგებლობისთვის უნდა ვიბრძოლოთ! მაგრამ... ამას ყველაფერს, არაფერი ქონდა საერთო შსს-ს დღევანდელ კამპანიასთან, რომელიც ქალბატონი დეპუტატის თანაგუნდელებმა ჩა-გვიტარეს. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED