ძალაუფლებისთვის ბრძოლა ბესელიასა და ფოთის მერს შორის

2013.06.18 ავტორი: იზა სალაყაია

"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ფოთის მერს დავით სარსანიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში ადანაშაულებს, თუმცა, ფაქტებს არ აკონკრეტებს. გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირების შესახებ, მან ადგილობრივი ტელევიზია "მეცხრე ტალღის" ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო დროს სარსანია პარტიასა და მაჟორიტარს არ ემორჩილება და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. 

ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიასა და მერს - დავით სარსანიას შორის არსებულ დაპირსპირებაზე, რის შემდეგაც ბესელიას მხარდამჭერებმა ქალაქის მერს თანამდებობის დატოვება მოთხოვეს, TSpress -ი უკვე წერდა

 

თუმცა,TSpress-თან საუბრისას, ირაკლი კაკულია დაპირისპირებასა და თანამშრომელთა ატესტაციის პროცესში ჩარევის ფაქტს უარყოფდა. ის არც გადადგომის მოთხოვნით სარსანიასთვის მიმართვას და წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიასთან აქციის გამართვის მუქარას ადასტურებდა. კაკულია TSpress- ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ფოთის მერის "ნაციონალებთან"გარიგებაზე არასოდეს უსაუბრია.

 

თუმცა, მოგვიანებით "მეცხრე ტალღის"ეთერში დაპირსპირებაზე მან თავადვე ისაუბრა.

 

მისი განცხადებით, მერთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სარსანია თვითმმართველობის საქმიანობაში მაჟორიტარისა და პარტის წევრების ჩარევას შეეწინააღმდეგა და პარტიული მმართველობის გატარებაზე უარი თქვა. ამის გამო მან სარსანია ერთპიროვნული გაადწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა, თუმცა, მერის მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები არ დაუკონკრეტებია.

 

გადაცემაში კაკულიას მერი "ყოფილ თანაგუნდელად" მოიხსენია. მისი ვარაუდით, სარსანიას ქმედება "ქართული ოცნების" მხარდამჭერის ქმედებას არ გავს.

 

"პირველი ბზარი გაჩნდა იმ დროს, როცა ჩვენი გუნდის წევრმა (დავით სარსანია.-ავტ) ჩვენმა თანამებრძოლმა დაიწყო საუბარი, რომ ის არის ერთპიროვნული მმართველი. არანაირი კონსულტაციები არ უნდა გაიაროს მის გუნდთან და წევრებთან და მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები,"- განაცხადა კაკულიამ.

 

მან მერი ასევე უმოქმედობაში დაადანაშაულა და მისი შეფასებით, ქალაქში"აღმშენებლობის პროცესსა და ინვესტორების შემოსვლას," სარსანია უშლის ხელს.

 

მისი განცხადებით, მაჟორიტარმა რამდენიმე მინისტრიც კი ჩამოიყვანა, რის შემდეგაც გამოიყო 11 მლნ ლარის ტრანსფერი.

 

კაკულიას არ დაუკონკრეტებია, ფინანსთა სამინისტრო ტრანსფერს ბესელიას ჩარევის გარეშე არ გასცემს და ადგილობრივ დონეზე მსგავსი გადაწყვეტილებები, მის გარეშე მიიღება თუ არა.

 

"ჩვენი გუნდი, ჩვენი მაჟორიტარი, ყველანი ჩვენ ერთად უნდა ჩავდგეთ ფერხულში, უნდა იყოს ფუსფუსი, აღმშენებლობა..."- ააცხადებდა კაკულია სტუდიაში.

 

მისი თქმით, სარსანიასთან დაკავშირებით პარტია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, რის შემდეგაც განმარატვს, თუ რატომ მოხდა აღნიშნული დაპირისპირება.

 

"რაც არ უნდა ბნელ ოთახში დაგეგმოს ადამიანმა თავისი ზრახვები... ვინ დაგეგმა, სად  დაგეგმა და როგორ გეგმავდნენ ყველაფერი ეცოდინება მაყურებელს, პარტიის გადაწყვეტილების შემდეგ. დავიწყებთ იმ მასალები გამოქვეყნებას, თუ რატომ მოხდა ჩვენსა და აღნიშნულ პიროვნებას შორის ზღვარის გავლება"- განაცხადა კაკულიამ

 

ამავე თემაზე:

 

ბრძოლა "ნაციონალების" "ქართული ოცნების" აქტივისტებით ჩანაცვლებისთვის


 

მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ


დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის



მერიაში საჯარო სხდომას TSpress-ს არ ასწრებენ


ფოთის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში არასამთავრობოები არ შეიყვანეს


გათავისუფლებები ფოთის მერიაში ზეპირი ტესტირების საფუძველზე [Video]


ფოთის მერი - არამიზანშეწონილად მიმაჩნია შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება


ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ


ფოთის მერი და მაჟორიტარი თანამშრომლების შემცირების მეთოდების ძიებაში


ბესელიას განცხადებას ფოთის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ, მერი არ ადასტურებს [Video]


ფოთის მერის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს


ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შეიქმნა


ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]


ირაკლი კაკულია ფოთის მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსის გამოცხადებას ითხოვს


 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED