მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ

2013.06.10 ავტორი: TS

საკონკურსო-საატესტაციო კომისისს სხდომის დაწყებამდე, მერიაში ორი თათბირი მიმდინარეობს. კომისიის წევრები "ქართული ოცნებიდან": ირაკლი კაკულია და დავით კვიციანი, მაჟორიტარის ბიუროში ეკა ბესელიას ხვდებიან, ხოლო ქალაქის მერი დავით სარსანია საკუთარ კაბინეტში მერიის სამსახურის უფროსებსა და საკრებულის წევრებთან თათბირობს. 

საკადრო ცვლილებებსა და თანამდებობის გადანაწილებაზე ხმამაღალი დებატები მიმდინარეობს ფოთის მაჟორიტარის ოთახში, სადაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია გამოთქვამს ეჭვს, რომ ფოთის მერი შეკრულია ნაციონალებთან.

 

"თავიდანვე იგრძნობოდა, რომ შეკრული იყო ნაციონალებთან"- არწმუნებს შეხვედრაზე კაკულია ბესელიას, რომელიც მერის გადაყენების შემთხვევაში ფოთის მერად თავად მოიაზრება. კაკულია ყოფილი "მემარჯვენეა" და "ქართულ ოცნებაში" 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხვდა.

 

შეხვედრას ესწრებიან "ქართული ოცნების" სხვა აქტივისტებიც. ბესელია პარალელურად პრობლემების მიხედვით დაჯგუფებულ მოსახლეობასაც ხვდება და მათ პრობლემებს ეცნობა.

 

მაჟორიტარმა TSpress-ს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გადაღება აუკრძალა და მიზეზად, გარკვეული პრობლემებით იქ მისულთა კონფიდენციალობა დაასახელა. მისი თქმით, საჯარო შენობაში გადაღებასაც თავისი წესი აქვს. რამდენიმე დღის წინ, "ქართული ოცნების"ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას კატეგორიული მოთხოვნით, TSpress-ს კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა.

 

დღეს, 15:00 საათზე საკონკურსო საატესტაციო კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო, რომელიც თანამშრომელთა გათავისუფლებების საკითხს განიხილავდა. გათავისუფლებას წინ ზეპირი ტესტირებები უძღოდა.

 

TSpress-ის ინფორმაციით, გასათავისუფლებელთა სიაში 70-მდე თანამშრომელი მოხვდა.

 

ფოთის მერად დავით სარსანია მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. ის თავდაპირველად მაჟორიტარ ეკა ბესელიას პროტეჟე იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში, მერსა და მაჟორიტარს შორის დაპირისპირებაა, რის მიზეზადაც ძალაუფლების გაყოფის პრობლემა და მაჟორიტარის მიერ მერის საქმიანობაში დიდი დოზით ჩარევა სახელდება.

 

 

ამავე თემაზე:

 

 

მერიაში საჯარო სხდომას TSpress-ს არ ასწრებენ

 

 

ფოთის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში არასამთავრობოები არ შეიყვანეს

 

 

გათავისუფლებები ფოთის მერიაში ზეპირი ტესტირების საფუძველზე [Video] 

 

 

ფოთის მერი - არამიზანშეწონილად მიმაჩნია შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება

 

 

ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ

 

 

 ფოთის მერი და მაჟორიტარი თანამშრომლების შემცირების მეთოდების ძიებაში

 

 

 ბესელიას განცხადებას ფოთის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ, მერი არ ადასტურებს [Video]

 

 

 ფოთის მერის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს

 

 

 ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შეიქმნა 

 

 

ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED