ფოთის მერის მოადგილედ მისი მეგობარი დაინიშნა

2013.06.10 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, ლაშა კუპრეიშვილი უკონკურსოდ დანიშნა. ის მერის მოადგილე მშენებლობა- ინფრასტრუქტურის საკითხებში იქნება. 

დავით სარსანიას მერად დანიშვნის დღიდან, 4 თვეა მისი მოადგილის პოსტი ვაკანტურია.

 

მერის მოადგილედ მერის მეგობრის შესაძლო დანიშვნის შესახებ TSpress-ს წინა თვეებშიც წერდა, თუმცა მოგვიანებით, კუპრეიშვილი ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

 

TSpress-ის ინფორმაციით, კუპრეიშვილის ინფრასტრუქტურის სამსახურში დანიშვნა  ეკა ბესელიასთან შეთანხმებული არ იყო, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.

 

ამჟამინდელი სწრაფი დაწინაურება სამსახურის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან მერის მოადგილეობამდე კი, ბესელიასთან შეთანხმდა. ამ საკითხზე კომეტარისთვის TSpress-მა ბესელიას დაურეკა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს

 

კანონის თანახმად, საჯარო სამსახურში თანამშრომლის მიღება კონკურსის წესით უნდა მოხდეს, თუმცა კონკურსის გამოცხადებამდე ხელმძღვანელ პირს თანამშრომლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის უფლება აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კუპრეიშვილი მერის მოადგიილედ ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე უკონკურსოდ დაინიშნა.

 

ფოთის მერი დავით სარსანია და მაჟოროტარი დეპუტატი ეკა ბესელია თავდაპირველად თანამშრომელთა ტესტირებასა და გამოთავისუფლებულ ადგილებზე კონკურსი გამოცხადებაზე საუბრობდნენ, თუმცა, კონკრეტულ კადრებთან მიმართებაში კონკურსის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ტესტირებები მხოლოდ გასათავისუფლებელ კადრებს ჩაუტარდათ, რომლის დასრულების შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებას კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელოდნენ.

 

რატომ არ გამოცხადდა რამდენიმე კონკურსი მერის მოადგილის პოსტზე და რა პრინციპით შეირჩა მისი მეგობარი, რომელსაც აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება არ აქვს, მერი მხოლოდ იმას პასუხობს, რომ კუპრეიშვილი პროფესიონალია. 

 

სარსანია და კუპრეიშვილი ერთმანეთთან მეგობრობას ადასტურებენ. მერის ადრინდელი განცხადებით, ლაშა კუპრეიშვილს კონკურსში მონაწილეობას ვერ დაუშლიდა, თანამდებობაზე ის მეგობრობის ნიშნით არ შეირჩეოდა და კონკურსს გაივლიდა. ლაშა კუპრეიშვილიც კონკურსში მონაწილეობის მიღებას გეგმავდა. კუპრეიშვილი TSpress-ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და შემავალ ზარებს თიშავს.

 

ლაშა კუპრეიშვილი 2007 წელს, ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ რეგიონისა და აჭარის საფინანსო სააგენტოს უფროსი იყო. 2005- 2006წწ. სანავსადგურე ფლოტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2001- 2003 წწ. ფოთის მერის, დავით ქანთარიას მრჩეველი, ძალოვანი უწყებების საკითხებში. 2007 წლიდან დღემდე

 

მისი თქმით, ის არც ერთ პარტიაში არ ყოფილა გაწევრიანებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსი დროს კი, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო და პროტესტს ღიად გამოხატავდა, თუმცა, მედიაში ამ მხრივ მისი საჯარო აქტივობა არ იძებნება.

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის მერის მეგობარი შესაძლოა მის მოადგილედ დაინიშნოს

 

ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ

 

ფოთის მერი და მაჟორიტარი თანამშრომლების შემცირების მეთოდების ძიებაში

 

გათავისუფლებები ფოთის მერიაში ზეპირი ტესტირების საფუძველზე [Video]

 

ბესელიას განცხადებას ფოთის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ, მერი არ ადასტურებს [Video]

 

ფოთის მერი - არამიზანშეწონილად მიმაჩნია შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება

 

ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]

 

 




 


 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED