მერიაში საჯარო სხდომას TSpress-ს არ ასწრებენ

2013.06.07 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას გადაწყვეტილებით, ფოთის მერიაში საატესტაციო– საკონკურსო კომისიის სხდომას, რომელიც საჯარო სამსახურში თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხს განიხილავს, TSpress-ს არ ასწრებენ.

ატესტაციის პროცესი

საჯარო სხდომაზე დასწრების აკრძალვის მიზეზი კომისიის თავმჯდომარე დავით ბაბილუამ და კომისიის წევრმა "ქართული ოცნებიდან," იურისტმა დავით კვიციანმა ვერ დაასაბუთეს.

 

კვიციანის განმარტებით, საჯარო უწყებაში საჯარო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესები, სხდომები საჯაროა, თუმცა კონკრეტულ მომენტში, კომისიას მიაჩნია, რომ  სხდომას არ უნდა დაესწროს. იურიდიული საფუძველი კვიციანს არ განუმარტავს.

 

კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადეგნელი ირაკლი კაკულია  სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კომისიის სხვა წევრების თანხმობის მიუხედავად, კაკულია კატეგორიულად ითხოვს, რომ სხდომას TSpress-ის ჟურნალისტი არ დაესწროს.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, სულხან სალაძის განმარტებით, საჯარო უწყებების მუშაობა გამჭვირვალობაზე და ღიაობაზე უნდა იყოს აქცენტირებული, რასაც ავალდებულებს კიდევ კანონი. 

 

ფოთის მერიაში თანამშრომელთა ზეპირი ატესტაციის პროცესი 23 მაისს დასრულდა. TSpress-ისთვის საჯარო სხდომები ბოლო პერიოდში მუდმივად იხურება, ხოლო მაღალჩინოსნები კომენტარს არ აკეთებენ, რაზეც ისინი განმარტებას არ იძლევიან.  

 

 

ამავე თემაზე:

 

 

ფოთის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში არასამთავრობოები არ შეიყვანეს

 

 

გათავისუფლებები ფოთის მერიაში ზეპირი ტესტირების საფუძველზე [Video] 

 

 

ფოთის მერი - არამიზანშეწონილად მიმაჩნია შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება

 

 

ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ

 

 

 ფოთის მერი და მაჟორიტარი თანამშრომლების შემცირების მეთოდების ძიებაში

 

 

 ბესელიას განცხადებას ფოთის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ, მერი არ ადასტურებს [Video]

 

 

 ფოთის მერის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს

 

 

 ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შეიქმნა

 

 

 

ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]

 

 

 

 


 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED