TSpress-ის საჩივარი ფოთის პორტის გასხვისების ხელშეკრულების მოთხოვნით, სასამართლომ დააკმაყოფილა

2013.06.13 ავტორი: TS

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ეკონომიკის სამინისტროს ფოთის პორტის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა დაავალა, რომელსაც ინტერნეტგამოცემა Tspress–ი წინა 2011 წლიდან ითხოვდა. სასამართლოში გამოცემას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) წარმოადგენდა.

TSpress–მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციების გასხვისების თაობაზე, სახელმწიფოსა და მყიდველს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების ასლი 2011 წლის 5 აგვისტოს მოითხოვა.

 

სამინისტრომ, რომელსაც მაშინ ვერა ქობალია ხელმძღვანელობდა, საჯარო ინფორმაციის გაცემა არ უზრუნველყო, მიზეზად "კომერციული საიდუმლოება" დაასახელა. 

 

სამინისტროს 2011 წლის 5 სექტემბრის #08/19379 წერილით განმარტა, რომ ,, ფოთის ნავსადგურის გასხვისებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაციის გაცემა, ამავე ხელშეკრულების თანახმად, საჭიროებს მხარესთან შეთანხმებას.’’ გამოცემამ მიიჩნია, რომ სამინისტროს პასუხი საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა. 

 

Tspress-მა ეკონომიკის მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და  2011 წლის 5 სექტემბრის #08/19379 აქტის ბათილად ცნობა და საჯარო ინფორმაციის სრულად გაცემა მოითხოვა. მოთხოვნა სამინისტრომ ისევ დააკმაყოფილა.

 

ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ გამოცემამ  სასამართლოს მიმართა, რომლის სამართლებრივი უზრუნველყოფა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადაიბარა.

 
 

სასამართლო სხდომაზე საია-ს იურისტებმა დააყენეს საკითხი, მოთხოვნილი ინფორმაცია იყო თუ არა ღია და ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით რეგულირებული ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.


რამდენიმე დღის წინ გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ სამინისტროს არგუმენტი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნია და სახელმწიფოს ყველა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა დაავალა.


"სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი მხარე კერძო სამართლის იურიდული პირია და ეხება მის ფინანსებს, ვერ იქნება საქართველოს კონსტიტუციის 41 - ე მუხლით დაცული სიკეთე, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო ქონების გასხვისების თაობაზე ინფორმაციას, რომელიც საჯაროა. კონსტიტუციური ნორმის მოპასუხისეული განმარტება კი, კანონმდებლობის ზოგადი ნების გაუთვალისწინებლად, არამართებულად შეზღუდავს იმ მიზანს, რასაც ემსახურება საჯარო ინფრომაციის ხელმისაწვომობა და წინააღმდეგობაში მოვა თავად ამ ნორმის შინაარსთან.


მოპასუხის მსჯელობა მოთხოვნილი ინფორმაცია შესაძლოა უკავშირდებოდეს ინვესტორის კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27(2) მუხლი ითვალსიწინებს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის პროცედურასა და წესს. კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია, კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფრომაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად ან სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის 2012 წლის 19 მარტის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი, უსაფუძვლოა და არ შეესაბამება სიმართლეს.“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 
 

დადებულ ხელშეკრულებასთან ერთად, მოთხოვნილია შემდეგი სახის ინფორმაციები:

 

*ტენდერის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნებული განცხადების ასლი.

*ტენდერის პირობების ასლი

* ტენდერის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების ასლი.

*სატენდერო კომისიის მიერ ჩატარებული ყველა სხდომის ასლი.

 

 

 

ამავე თემაზე:

 

Tspress.ge-მ ეკონომიკის მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED