მაჟორიტარის კადრი რესურსცენტრის უფროსად ან მერის მოადგილედ განიხილება

2013.06.10 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე მაჟორიტარ ეკა ბესელიას მხარდამჭერთა დარბაზის წევრი "ქართული ოცნებიდან" თამარ ფაჩულია სახელდება. 

ფოთის რესურსცენტრის უფროსის პოსტის დასაკავებლად განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ფოთიდან 14 კანდიდატი იღებდა, ტესტირება 3 მათგანმა: ნინო დვალიშვილმა (რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი), ნონა ჟვანია (პირველი საჯარო სკოლის დირექტორი) და დავით ცირდავამ (მანდატური) ჩააბარა. მოგვიანებით კი, სამინისტრომ კონკურსი ჩაშლილად გამოცხადა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს.

 

კანონის თანახმად კი, კონკურსის ხელახლა გამოცხადებამდე სამინისტროს შეუძლია მოვალეობის შემსრულებელი თავად დანიშნოს.

 

თამარ ფაჩულიას განმარტებით, აღნიშნულზე ინფორმაცია მასაც სხვებისგან "ჭორის დონეზე" სმენია.

 

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში არ უნდა მიმეღო მონაწილეობა, თუმცა განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების თხოვნით მივიღე,"- აღნიშნავს ფაჩულია.

 

თამარ ფაჩულიას განცხადებით, ის ერთადაერთი სკოლის დირექტორი იყო, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში "ქართულ ოცნებას" მხარი ღიად დაუჭირა. მისი თქმით, კონკრეტულ საკითხებზე პოზიციებს ღიად გამოხატავდა.

 

TSpress-ის ინფორმაციით, ეკა ბესელია მის კანდიდატურას ფოთის მერის მოადგილის პოსტზეც განიხილავს. ფაჩულიას თქმით, აღნიშნულზე მას ოფიციალური შემოთავაზება არ ქონია. ფაჩულიას გადაწყვეტილი არ აქვს, აღნიშნულ პოსტზე კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მიიღებს თუ არა მონაწილეობას.

  

თამარ ფაჩულია ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიასა და ფოთის მხარადმჭერთა დარბაზის წევრია, რომლის პრეზენტაცია წინასაარჩევნოდ საარჩევნო შტაბში შედგა.

 


ფოთის მერის, დავით სარსანიას დანიშვნიდან ინფრასტრუქტურულ საკითხებში მისი მოადგილის პოსტი ვაკანტურია. სარსანაის თავდაპირველი განცხადებით, მოადგილეს კონკურსის წესით შერაჩევდა. "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები კი პირად საუბრებში განმარატვენ, რომ მერი საკადრო ცვლილებებს მაჟორიტართან შეუთანხმებლად ვერ ახორციელებს და აღნიშნულ პოსტზე კადრი თავად ბესელიამ ჯერ ვერ შეარჩია.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED