დიცელები რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ახალგაზრდის შესახებ [Video]

2013.06.04 ავტორი: თეონა გიგაური

სოფელ დიცის მკვიდრი, 24 წლის როსტომ სოსიაშვილი რუსმა სამხედროებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. 

ადგილობრივების თქმით, იმ ადგილას ბავშვები პირუტყვს აძოვებდნენ. სოსიაშვილმა შენიშნა, რომ რუსი სამხედროები მოზარდებისკენ ბუჩქებიდან მალულად მიდიოდნენ და მათი გაფრთხილება სცადა. ბავშვები სოფლის მიმართულებით გაიქცნენ, სოსიაშვილს კი რუსეთის სამხედროებმა ხელბორკილები დაადეს, "ვილისის" მარკის ავტომანქანაში ჩასვეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

 

დიცელების განცხადებით, სოსიაშვილი ცხინვალში ჰყავთ, თუმცა, რა მდგომარეობაშია იგი და მხარეებს შორის მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები მისი გათავისუფლების შესახებ, არ იციან.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED