პატარა ქართველმა მოდელებმა მსოფლიო სილამაზის კონკურსზე წარმატება მოიპოვეს

2013.06.03 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

პატარა ქართველმა მოდელებმა მსოფლიო სილამაზის კონკურსზე - „მსოფლიოს საუკეთესო პატარა მოდელი“ - წარმატება მოიპოვეს.



მსოფლიო საუკეთესო პატარა მოდელი, თავისი პიროვნული თვისებებით ქართველი ნანა აბრამიძე გახდა. მან ასევე, შეჯიბრში  მე–5 ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და გახდა კონკურსის სახე.

 

9 წლის ლიზი გუბელაძემ კონკურსში ადელის სიმღერა შეასრულა და ჟიურისგან "მის ტალანტის" ტიტულიც მიიღო.

 

პატარა ლიზი, ასევე „მის ევრაზია 2013“–იც გახდა. როგორც სააგენტო "კატრინის" დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი აცხადებს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „მის ევრაზია“ ქართველი მოდელი გახდა.

 

„პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი დონის სილამაზის კონკურსში მეორე ადგილზე გავედით. ლიზის გამარჯვებაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო. მას არაჩვეულებრივი ხმა აქვს. კონკურსები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კატეგორიაში. ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით საქართველოში,“ – აღნიშნა მგალობლიშვილმა.

 

კატეგორიაში „საუკეთესო საღამოს კაბა“ მეორე  ასაკობრივი ჯგუფიდან გამარჯვებული ქართველი მაგდა ვაჩეიშვილი გახდა, ხოლო მეოთხე ასაკობრივ ჯგუფში – ნინი სართანია.

 

ნინი სართანია ასევე შეჯიბრში მეორე ადგილზე გავიდა.

 

კონკურსში 70–მდე ქვეყნის 85 კონკურსანტი მონაწილეობდა. 

ლიზი გუბელაძე

მაგდა ვაჩეიშვილი

 

    

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED