სპორტის სამსახურის დაკავებული უფროსი პატრულს საათზე მეტია მანქანაში ყავს

2013.05.31 ავტორი: TS

დაკავებული ფოთის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი, ზურაბ ტიბუა ამ დრომდე ფოთის პოლიციის ეზოში, საპატრულოს მანქანიდან არ გადმოუყვანიათ. ის დაახლოებით ერთ საათზე მეტია, რაც პატრულმა დააკავა. საპატრულო პოლიციაში მისი დააკვების მიზეზს არ განმარტვენ. 

ზურაბ ტიბუას დაკავების შემდეგ პოლიციამ, ამბის გასაგებად ადგილზე მისული მისი ცოლის ძმა გელა ხუნწარიაც დააკავა.

 

დაკავებულები საპატრულო პოლიციას მანქანით, საპატრულო პოლიციის ეზოში დაატარებს, თუმცა შენობაში არ შეყავს. TSpress - მა დაკავებულებთან გასაუბრება მანქანიდან მოახერხა. 

 

ტიბუას განცხადებით, ის პოლიციამ გააჩერა, მიზეზის გარკვევის პროცესში მას ხელბორკილები დაადო და მანქანაში ჩასვა, რის შემდეგაც პატრულის განყოფილებისკენ წაიყვანეს. 

 


ზურაბ ტიბუა პატრულის მანქანაში

მის განცხადებით, პოლიციამ მას განუმარტა, რომ ტიბუა პოლიციელის მისამართით იგინებოდა, რასაც ის უარყოფს.

 

დაკავებული გელა ხუნწარიას თქმით, ის პოლიციელმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა, მიზეზი არ განუმარტავს.

 

საპატრულო პოლიციის ეზოში იმყოფებიან ტიბუას ახლობლები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

 

საკრებულოს წევრის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენლის,  დარეჯან ცხვიტარიას განმარატებით, მისი დაკავება მასზე ზეწოლას ემსახურება.

 

"ტიბუას კრიმინალივით დაკავება სხვა რამეზე მეტყველებს? ნებისმიერი საგაზო წესის დარღვევის დროს, პოლიცია ჯარიმით უნდა შემოიფარგლოს. დიდი ხანია, მის ადგილი უნდა სხვას და ეს დაკავებაც სწორედ ამას ემსახურება"- აცხადებს ცხვიტარია.

 

ზურაბ ტიბუა უკვე რამდენიმე წელია ფოთის სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობს. ის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია კრივში. 

 

ამ თემაზე:

 

ფოთის სპორტის სამსახურის უფროსი პატრულმა დააკავა

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED