პარიზში თამარ ივერის გამოსვლაზე უარის მიზეზი უცნობია

2013.05.31 ავტორი: თეონა გიგაური

პარიზში დაგეგმილ კონცერტზე მომღერალ თამარ ივერის კაროლინა ულრიხით ჩანაცვლება უკავშირდება თუ არა საფრანგეთის ეროვნული ოპერის მენეჯმენტისთვის ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ გაგზავნილ წერილს, რომლითაც ჰომოფობიურ განცხადებაზე რეაგირების მოხდენას ითხოვდნენ უცნობია. აღნიშნულზე ინფორმაციას "იდენტობა" საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

„იდენტობამ“ საერთაშორისო ახალგაზრდული და სტუდენტური ლგბტ ორგანიზაცია  „იგლიო“-თან ერთად 2 დღის წინ საფრანგეთის ეროვნული ოპერის მენეჯმენტს წერილით მიმართა. ორგანიზაციის აქტივისტები პარიზის ეროვნული ოპერის დირექტორს  ნიკოლა ჟოელს, მუსიკალურ დირექტორს ფილიპ ჟორდანს და პრეს ატაშეს პიერეტ შაზელს ოპერის მომღერალ თამარ ივერის ჰომოფობიურ განცხადებას აცნობდნენ და მყისიერ რეაგირებას ითხოვდნენ.  წერილის ასლი დაიგზავნა ტულუზის კაპიტოლ თეატრის მენეჯმენტთანაც.

 

„დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივნისს პარიზში დაგეგმილ კონცერტში მომღერალი თამარ ივერი მომღერალ კაროლინა ულრიხით ჩაანაცვლეს

 

„იდენტობასთვის” ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, აღნიშნული შესაძლოა თუ არა უკავშირდებოდეს ჩვენს მიერ გაგზავნილ განცხადებას. იდენტობას ოფიციალურ მეილზე ჯერ-ჯერობით არ მოსულა არც  29 მაისის გზავნილის  მიღების და არც შემდგომი რეაგირების დამადასტურებელი პასუხი. სხვა სახის კომუნიკაცია ორგანიზაციასა და ოპერის მენეჯმენტს შორის არასდროს შემდგარა,“ - ნათქვამია „იდენტობის“ განცხადებაში.

 

მომღერალმა თამარ ივერმა 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართა.

 

„გამაოგნა გუშინ პრეზიდენტის ცალსახა,შავთეთრმა განცხადებამ „არიქა, თავი მოგვეჭრა, ევროპა და მსოფლიო ჩვენზე რას იფიქრებს, წლების მანძილზე ძლივს მივაღწიეთ ევროპის ოჯახში გაერთიანებაო“.

 

ბატონო პრეზიდენტო, გასაგებია რომ წლების მანძილზე დასავლეთის, განურჩევლად მისი კარგის თუ ცუდის გუნდრუკის კმევით არ იღლებოდით და არც ახლა იღლებით მაგრამ პირადად მე,ადამიანი რომელიც ყველანაირ ძალადობას ვგმობ,ბევრი გეი მეგობრები თუ ახლობლებიც მყავს....გუშინ, აბსოლუტურად ამაყი ვიყავი იმ ფაქტით თუ რა გვარიანად შეაფურთხა ქართულმა საზოგადოებამ გუშინდელ თქვენი (და არა მხოლოდ თქვენი) გუნდის ხელშეწყობით გამართულ აქციას.აპატიეთ ერს,რადგან აქციის ორგანიზატორებს ამჯერადაც კოვზი არა ნაცარში არამედ....სოფლის ტუალეტების ფსკერზე რომ მასაა იმაში ჩაუვარდათ.

 

თუ ვინმე თქვენს მიერ უცხოეთში "შებმულ" ფრენკს ან ჯონს "მაყუთის" და ინვესტიციის ჩადება სურს საქართველოში....კი ბატონო,ჩადოს.თავადაც იხეირებს და ჩვენს ქვეყანასაც ახეიროს მაგრამ ერთს გთხოვთ....გამალებული ნუ ეწევით საქართველოს ხალხის მენტალიტეტში დასავლეთის "ფეკალური მასების" შემოტანა-პროპაგანდას. ნუ გსურთ ეს მასა ლამაზ პაკეტში შეფუთოთ,შანელის სუნამო მოაპკუროთ და ხალხს იგი სამკურნალო,გამაჯანსაღებელ ტალახად წარმოუჩინოთ.რაც არ უნდა ეწყინოს "მეგობარ დასავლეთს", საბედნიეროდ,ქართველმა ხალხმა გენიალურად იცის რა ხილი ჭამოს დასავლეთის მიერ შეთავაზებული მენიუდან და რა არა.ისევე როგორც ამას ჩემი პატარ ძაღლი ხვდება.

 

რას იზამთ,ასეთი უზრდელი და მოძალადეა ქართველი ერი რომელსაც თქვენსავით მიკროფონიანი ტრიბუნის აქეთ იქეთ გორიალი,გრძელი სიტყვები და „ძიპლამაწიჩნი“ საუბარი არ ეხერხება.რა ამბავიც არ მოსწონს....იმ ამბავს მოკლედ და კონკრეტულად "ყბაში ადებს"!!!! ხშირად კი ,სწორედ რაღაც მოვლენებისადმი "ყბაში მოდებაა" საჭირო რომ მომავალში,როგორც ერი უფრო დაფასდე და ანგარიში გაგიწიონ. დღეს კიდევ,ბატონმა ამერიკის ელჩმა განაცხადა,ვინც გუშინ აქციას არბევდა ის ხალხი ნატოს წინააღმდეგიაო.

 

არა,ბატონო ელჩო:გუშინ ვინც აქციას არბევდა ის ჯერ კიდევ თქვენგან გაურყვნელი "სუფთა სისხლის" ქართველი ახალგაზრდები იყვნენ. არ დამავიწყდება აკანკალებული ახალგაზრდა ბიჭი რომელმაც ტელეკამერაში განაცხადა."ხალხნო,50 კაცისთვის ათიათასი კაცი გამოვედით ქუჩაში,რადგან სახლში 5 წლის ბიჭი მეზრდება და მისი გონების შებილწვას არავის შევარჩენო". ჩემის მხრიდან კი გეტყოდით ბატონო ელჩო რომ მიმიფურთხებია იმ თქვენი ნატოსთვის ვინც მაიძულებს ჯერ ამ ყოველივეს შეეგუე,ნება დართე,გააპიარე და მერე მიგიღებთო. ასეთი შეიძლება 20,30 და თუნდაც 100 კაცი გამოერიოს თქვენდა საამებლად, მაგრამ მთელ ერს ამ გზით ნატოში მისაღებად ვერ წაკ...ზავთ!!! საქართველო ნატომდეც და საერთოდ ამერიკის სახელმწიფოს შექმნამდეც ბევრი საუკუნით ადრეც მშვენივრად არსებობდა,“ - ნათქვამია ივერის ღია წერილში.

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED