სალომე ზურაბიშვილი - 17 მაისს აქციაზე 20 ათასი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ტერიტორიის დასაცავად რამდენი?

2013.05.30 ავტორი: TS

"სახელმწიფო არის საზღვარი, რომელიც იცავს ტერიტორიას, ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს, კულტურას , ენას და მის ღირებულებეს ფასეულობებს.... საერთოდ არა ვარ საელჩოებთან გამოსვლების დიდი მომხრე მაინც ვერ ვმალავ გაოცებას,  რომ 17 მაისს 40 კაცის მიერ შექმნილ "საფრთხის" დასაძლევად გამოვიდა 20 000 ადამიანი,  მაგრამ ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ათეული???"-  "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი რუსი სამხედროების მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტს სოციალურ ქსელით ეხმაურება. 

 

ზურაბიშვილის განცახდებით, ყოფილ და ახალ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ პოლიტიკა არა აქვს განსაზღვრული.

 

"არ მაინტერესებს ეს გადაგმული ნაბიჯი როგორ არის გააზრებული რუსეთის მიერ : როგორც ბოლო ჟესტი სააკაშვილის მისამართით (ანუ იმის საჩვენებლად რომ ის უფრო პატრიოტული იყო- რასაც თავისთავზე იჩემებს რეალობის საწინაღდეგოდ- რადგანც სიტყვიერად მკაცრად რეაგირებდა ) თუ პირველი ტესტი ახალი ხელისუფლებისა! მე ის მადარდებს, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპეკტრზე. სადაც ვრცელდება აკტიურად შეგნებული და სააკაშვილის მიერ დაწყებული ევროპის ლანძღვა გინება, რუსეთის მიმართ პოლიტიკა არ არის განსაზღრული. არჩევანი გვესახება როგორც ჯერჯერობით უმოქმედობის (დიპლომატიური გზა რომ უალტერნატივოა ეს გასაგებია,  მაგრამ დიპლომატია ხომ მხოლოდ ინსტრუმენტია ანუ საშუალება. მთავარი კი ის არის თუ რა მიზანს , პოლიტიკას, სტრატეგიას ემსახურება და ეს ჯერ ზოგად ტერმინებით "დაბალანსებით" შემოიფარგლება) და აშკარად არ ვიტყოდი პრორუსული (ამას არავის დავაბრალებ მიშას გარდა) დათმობის მომხრე მესამე ძალა - რუსეთთან უპირობო მორიგების, რუსეთში ვიზიტების, შენიღბული პსევდო ნაციონალიზმით. რომლის კონკურენცია შეიძლება კიდევაც აწყობდეს ხელისუფლებას როგორც ნამოძრაობას.... ამათთან შედარებით ადვილია პროგრესიულად და დასვლურად გამოჩენა !"- წერს ზურაბიშვილი  

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED