გიორგი ვოლსკი - რუსები საბჭოთა პერიოდის რუქაზე დატანებულ საზღვრებს მიყვებიან

2013.05.30 ავტორი: TS

„ადმინისტრაციული ზოლის უკან გადმოწევაზე არ არის ლაპარაკი, მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზღვარს, რომელსაც მანამდე ზეპირად წყვეტდნენ, ახლა უკვე აფიქსირებენ შესაბამისი ტექნიკითა და სათვალთვალო კამერებით“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი.


მისი განმარტებით, რუსები მიყვებიან საბჭოთა პერიოდის რუქაზე დატანებულ საზღვრებს, რატომ აკეთებენ ისინი ამას ახლა, ძნელი სათქმელია. „შეკითხვა „რატომ“, რუსულ მხარესთან ცოტა ძნელი გამოსაყენებელია,“-აცხადებს ის.

 

ვოლსკის შეფასებით, მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია.

 

აუცილებელია გადაიდგას პირველი ნაბიჯი, რამდენი მანძილიც არ უნდა გვქონდეს დასაფარავი“. საკითხის მოსაგვარებლად საქართველომ ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურები უნდა გაიაროს - მასში საერთაშორისო თანამეგობრობების ჩართულობით და ასევე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.

 

მისი თქმით ახლა, როცა ვლაპარკობთ იმაზე, რომ რუსებმა ადმინისტრაციული საზღვარი გადმოწიეს 300 მეტრით ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ იმაზე მსჯელობაში, თუ რა არის უფრო დიდი პრობლება: საზღვრის გადმოწევა თუ მისი დაფიქსირება. დიდი პრობლემა ოკუპაციაა,“- განაცხადა მან ეკა ბერიძის „მთავარი კითხვაში“.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED