ზუგდიდში მეგრული ენის დღე აღნიშნეს [Video]

2013.05.29 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

დღეს, ზუგდიდში მეგრული ენის დღე პირველად აღნიშნეს.

ამ დღის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ წარმომადგენლება, მეგრელმა მწერლებმა და პოეტებმა  გასულ წელს მიიღეს და იგი ენათმეცნიერ მამანტი ძაძამიას დაბადების დღეს, 29 მაისს დაამთხვიეს.

 

დღევანდელი ღონისძიება „სამეგრელოს“ დარბაზში გაიმართა, სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს მეგრელმა პოეტებმა. შესრულდა რამდენიმე მეგრული და აფხაზური სიმღერა.

 

როგორც TSpress-თან საუბრისას, ენათმეცნიერმა მამანტი ძაძამიამ განაცხადა, მეგრული ენის ისტორია 2 მილიონამდე წელს ითვლის. ენაში 1 მლრდ 400 მილიონი სიტყვაა, მათ შორის, სალაპარაკოდ ნახევარ მილიონამდე სიტყვა ყოველდღიურად გამოიყენება.

 

„სამეგრელოს“ ხელმძღვანელი ზური კვარაცხელია, მიიჩნევს, რომ მეგრულ ენას გაქრობა ემუქრება. მან მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა შექმნილიყო ქართველურ ენათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც შეიმუშავებდა პროგრამას, თუ როგორ უნდა გადაერჩინა ეს ენები.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები არ გადადგმულა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან,“ - აცხადებს კვარაცხელია.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED